FM97.5 / LIVE

ავარია აწყურში – მაშველები მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ

მთავარისამართალი » შემთხვევა 15.05.2016
ახალციხეში, სოფელ აწყურთან, ავტომობილი მდინარის ნაპირას გადავარდა, მასში მსხდომი ორი მგზავრიდან, ერთი გადარჩა და მსუბუქი დაზიანებები აქვს, მეორე კი მდინარეში ჩავარდა, წყალმა გაიტაცა და ორი საათია მაშველები ეძებენ.

ავარია აწყურში – მაშველები მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ

შემთხვევა სოფელ აწყურთან დღეს, 15 მაისს, საღამოს მოხდა.

აწყურში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, „ნივის“ მარკის ავტომობილი, გზიდან გადავიდა და მდინარის ნაპირას გადავარდა. მანქანა წყალში გადავარდნისგან ხეებმა იხსნა. მანქანაში ორი მგზავრი, სოფელ ზიკილიაში მცხოვრები ცოლ–ქმარი იჯდა. ქალი მსუბუქად დაშავდა, ქმარი კი წყალში ჩავარდა, მდინარემ გაიტაცა და მას სამაშველო სამსახურის ორი ჯგუფი ეძებს.

„ქალი თავისი ფეხით მივიდა სასწრაფო დახმარების სამსახურის მანქანასთან. უკვე ველაპარაკე, მსუბუქი დაზიანებები აქვს. საავადმყოფოში პირველადი დახმარება გაუწიეს“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი აწყურის თემში ელგუჯა ჯვარიძე.

მისივე ინფორმაციით, ახალციხისა და ბორჯომის სამაშველო სამსახურის ჯგუფები მამაკაცს ორი ნავით ეძებენ. მაშველები ფიქრობენ, რომ მას ჩითახევის ტერიტორიაზე ნახავენ, სადაც წყალი გუბდება.

ავარიისას დაშავებული ცოლ–ქმარი ზიკილიის მცხოვრებლები არიან. ისინი ბორჯომიდან ბრუნდებოდნენ. როგორც ქალი ამბობს, ბორჯომში ყველის გასაყიდად იყვნენ და სახლში ბრუნდებოდნენ. მისი ვერსიით, მანქანას საბურავმა უმტყუნა და ნაწვიმზე მოცურდნენ.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

[ლუბა გიორგაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს მეოთხე დღეა უშედეგოდ  ეძებენ
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს  მეთორმეტე დღეა ეძებენ
აწყურში მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ძებნა განახლდა
მაშველებმა, აწყურში, მდინარეში გადავარდნილი მამაკაცის ძებნა შეწყვიტეს
მტკვარში  გადავარდნილი  მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ვინ გადაარჩინა აწყურში ავარიით დაშავებული ქალი
ბორჯომთან ავტომანქანა მდინარე მტკვარში გადავარდა