FM97.5 / LIVE

ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2017
ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში მყვინთავებმა დახმრჩვალი მოზარდი მტკვრიდან დღეს, 8 აგვისტოს გამთენიისას ამოიყვანეს.

ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს
ნიჯგორში მყვინთავებს გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მტკვრის პირთან, იქ სადაც მოზარდი დაიხრჩო, მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ. თუმცა, მყვინთავები ადგილზე მომუშავე მაშველებს მხოლოდ ამ დილით შეუერთდნენ.

"მოვიდნენ და ბავშვი მალევე იპოვეს", – ამბობს გარდაცვლილის ბიძა.

შეგახსენებთ, ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, გუშინ, 7 აგვისტოს, მდინარე მტკვარში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. ბავშვი წარმოშობით ნიჯგორიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობდა. იგი სოფელში, ბებიასთან დასასვენებლად იყო ჩამოსული.

გარდაცვლილს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ თუმცა, წყლის სიღრმის გამო, მყვინთავების ჩართვა გახდა საჭირო. სამაშველო სამსახურში აცხადებდნენ, რომ მყვინთავები თბილისიდან ასპინძაში შემთხვევიდან მალევე გავიდნენ, თუმცა ისინი ადგილზე მხოლოდ გამთენიისას გამოჩდნენ. მანამდე კი მაშველების ორი ჯგუფი ჯოხებითა და სოფელში, იმ საღამოსვე დამზადებული რკინის კავებით ეძებდნენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 12 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის მოსაძებნად მყვინთავებს ელოდებიან
თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ
სოფელ ნაქალაქევთან მტკვრის ნაპირზე 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს
მუგარეთში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
ბორჯომში, მდინარე მტკვარში გადამხტარი ქალი გარდაცვლილი იპოვეს
სოფელ ჭაჭარაქში მდინარეში სამი ადამიანი დაიხრჩო