FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

მთავარიეკონომიკა 16.04.2013
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრები ათობით მოქალაქე ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან გამგებელთან შეხვედრის მიზნით შეიკრიბა

ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

დღეს დილიდან ათობით ადამიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თავიანთი საცხოვრებელი პირობების შესახებ გააპროტესტა და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება სთხოვა.

- ”არ გვაქვს ელემენტარული პირობები. ბინები არის ძალიან ავარიული. დაზიანებული სახურავების გამო, თავზე გვაწვიმს. წვიმის დროს თასებით დავრბივართ. არ გვაქვს საშუალება ჩვენი სახსრებით რომ შევაკეთოთ, ამიტომ ვითხოვთ დახმარებას. ჩვენს გარდა, კიდევ 11 ბინაა ამ დღეში. ადამიანებად არავინ მიგვიჩნევს, ჰაერში ვართ გამოკიდებულები”,-ამბობს ზარზმელის ქუჩის მცხოვრები სვეტლანა ოთანაძე.

ზარზმელის ქუჩის, ე.წ ”აძინაცატების” დასახლებას დაზიანებული სახურავების გარდა, გზის პრობლემაც აწუხებს. მოასფალტებული გზა, მხოლოდ დასახლების პირველ კორპუსამდე მიდის. აქ მცხოვრებლებმა ადგილობრივ თვითმმართველობას რამდენიმე ხნის წინ წერილობითაც მიმართა.

- ”ძალიან ცუდი გზები გვაქვს.მანქანას კი არა, ფეხით მოსიარულეს უჭირს გადაადგილება. სასწრაფო დახმარებას როცა ვიძახებთ თავს იკავებენ ცუდი გზის გამო აქ ამოსვლაზე”, - აცხადებს ოთანაძე.

მოსახლეობა შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ბესიკ ბლიაძესთან ითხოვდა. იმის გამო, რომ ბლიაძე ამ დროს სოფლის რწმუნებულთან თათბირს ატარებდა, შემდეგ კი ბრიტანეთის ელჩისთვის უნდა ემასპინძლა, მოსახლეობას გამგებლის მოადგილე თამარ გოგოლაძე და გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი შეხვდა.

პარუნაშვილი განმარტავს რომ ზარზმელის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება სომხურ კომპანია ”შინაშხარს” ევალება. კომპანია ამ ქუჩაზე წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს რამდენიმე თვეა ახორციელებს.

- ”ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის ხელმძღვანელობას და გვითხრეს, რომ ხელშეკრულებაში არსებულ პირობებს შეასრულებენ პირნათლად, ანუ გზას პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნებენ, ამდენად ეს პრობლემად არ მიგვაჩნია. უბრალოდ ხელისშემშლელი პირობები არის ამინდი. ჩვენ ვთხოვთ ხელმძღვანელობას , რომ ერთჯერადად, სადაც ტალახია გზა გაიწმინდოს”-ამბობს გოჩა პარუნაშვილი და ამატებს რომ, რაც შეეხება გზის საფარის კაპიტალურად შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყება.

რაც შეეხება სახურავების თემას, მისი თქმით, ეს სამხარეო ადმინისტრაციის პრეროგატივაა.

ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლებმა ვითარების გარკვევა სამხარეო ადმინისტრაციაშიც სცადეს. მოსახლეობას მხარის რწმუნებულის მოადგილე გელა დემეტრაძე შეხვდა. მოსახლეობას აინტერესებდა თუ გაგრძელდებოდა პროექტი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთებას გულისხმობდა.

- ”ვუპასუხე, რომ თანხა რაც გაგვაჩნდა ეკონომიის სახით დარჩენილი, ფინანსთა სამინისტრომ წაიღო. გუბერნია ისეც არ ახორციელებდა მსგავს პროექტებს, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, რომელიც სტიქიის გამო”,-განმარტავს დემეტრაძე და ამატებს, რომ გასულ წელს ქალაქში 150-მდე მრავალბინიანი სახლი გადაიხურა, თუმცა ზარზმელის ქუჩზე ბინების გადახურვა ვეღარ მოესწრო.

როდის დაკმაყოფილდება ზარზმელის ქუჩის მცხოვრებთა მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია, მოსახლეობა კი აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დაპირება მიიღო.

-”გაითვალისწინებენ თუ არა ბიუჯეტში თანხას ჩვენი პრობელმების მოსაგვარებლად არ ვიცით. ამ ეტაპზე ვითხოვთ ელემენტარულს, რომ გზაზე გასავლელი იყოს. შეგვპირდნენ, ტრაქტორს გამოგიგზავნით და გზას გაწმენდენო”, - ამბობს ზარზმელის ქუჩის მცხოვრები ზაზა ჩაჩანიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩის მაცხოვრებლები სახურავების შეკეთებას ითხოვენ
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება