FM97.5 / LIVE

მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.07.2020
დღეს, 29 ივლისს ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე დენის ცვალებადობის გამო, მოსახლეობის ნაწილს საყოფაცხოვრებო ტექნიკა დაეწვა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ დაზიანებულ ტექნიკას კომპანია შეაკეთებს.

მაღალი ძაბვის გამო, ახალციხეში ზარზმელის ქუჩაზე მოსახლეობას ტექნიკა დაეწვა

ზარზმელის ქუჩაზე მაღალი ძაბვის გამო ტექნიკა 09:00 საათისთვის დაზიანდა.

"გაზის გამაცხელებელი, მაცივარი, ტელეფონი და სარეცხის მანქანა თითქმის ყველა ოჯახში დაიწვა, ვითხოვთ კომპანიამ ზარალი აგვინაზღაუროს", – აცხადებენ ზარზმელის ქუჩაზე მცხოვრებლები.

„ენერგო პრო ჯორჯიაში“ განმარტავენ, რომ დენის ცვალებადობა ერთ–ერთ ტრანსფორმატორზე ტექნიკურმა დაზიანებამ გამოიწვია.

„ძაბვის ცვალებადობის გამო მოსახლეობის ნაწილს გადაეწვა ტექნიკა, ჩვენი ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, ახლა ვართ კვლევის პროცესში. მიმდინარეობს აღრიცხვა, ვარკვევთ ვის რა ტექნიკა გადაეწვა, კომპანია ყველა აბონენტს აუნაზღაურებს ზარალს“– ამბობენ „ენერგო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე განმარტებით, ზარალის ასანაზღაურებლად მოსახლეობას რამდენიმე ვარიანტს შესთავაზებენ: „ადიგილობრივებს შეუძლიათ თვითონ შეაკეთონ დაზიანებული ტექნიკა და წარმოადგინონ ქვითარი, ან ჩვენ მოგვიტანონ ეს ტექნიკა და ჩვენ შევუკეთებთ, თუ შეკეთებას არ ექვემდებარება მაშინ, ტექნიკის ღირებულებას ავუნაზღაურებთ“.

[ნუკა სტეფნაძე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 110 ოჯახს მაღალი ძაბვის მოვარდნის გამო დამწვარი ტექნიკის თანხა აუნაზღაურეს
ვალეში მაღალი ძაბვის გამო  ელექტროტექნიკა გადაიწვა
ახალციხის რამდენიმე ქუჩას მეორე დღეა ელექტროენერგია არ მიეწოდება
ვალიდან "ენერგო–პრო–ჯორჯიას" ზარალის ანაზღაურების მიზნით მიმართეს
მეხმა ვალეში ტექნიკა გადაწვა
ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს
'ენერგო–პრო' ვალეში დამწვარ ტექნიკაზე: ადგილობრივები კომპენსაციას არ ითხოვენ