FM97.5 / LIVE

ზარზმელის ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 18.08.2017
ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე 55 ნომერში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას კორპუსის ეზოს მოასფალტებას სთხოვენ.

ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ

საცხოვრებლის ეზო ბოლოს როდის მოასფალტდა ზარზმელის ქუჩაზე, #55–ე კორპუსის მცხოვრებლებს არ ახსოვთ. ამბობენ, რომ კორპუსში ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს, მცირეწლოვანი ბავშვებიც ბევრნი არიან.

„სულ კენჭები ყრია და ეზოში ორმოებია, ბავშვები თამაშობენ და სულ მტვერში არიან, რამდენჯერ შეილება დავუშალოთ პატარებს ეზოში თამაში“, – ამბობს აქ მცხოვრები მერი ზედგინიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეზოდან მტვერი და მიწა მათ სადარბაზოებში და სახლებში შედის.

„სისუფთავე ხომ უნდა იყოს, მთელი დღე ცოცხებით დავდივართ და სადარბაზოებსა და სახლებს ვასუფთავებთ“,–გვეუბნება #55–ე კორპუსში მცხოვრები როზა ზაზაძე.

ადგილობრივების თქმით, ეზოს მოასფალტებას ჯერ კიდევ ზარზმელის ქუჩაზე კორპუსებთან მისასვლელი გეზების მოასფალტებისას ითხოვდნენ: „ირგვლივ ყველას ეზო მოაასფალტეს, ჩვენ გვითხრეს, რომ პროექტში არ იყო ჩასმული და ასეთ მდგომარეობაში დაგვიტოვეს“.

ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემით მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„აქამდე სიტყვიერად ვთხოვდით მერიას ეზო მოეასფალტებინა, მაგრამ ახლა ხელმოწერებს შევაგროვებთ და განცხადებას შევიტანთ, იქნებ მაშინ მაინც მოგვხედონ“, – გვეუბნება მერი ზედგინიძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ზარზმელის ქუჩაზე, #55–ე კორპუსის ეზო ვერ მოასფალტდება, რადგან არცერთ პროექტში, რომელიც ქალაქში ქუჩებისა და კორპუსის ეზოების მოასფალტებას ითვალისწინებს, გაწერილი არ არის. გაითვალისწინებენ თუ არა ამ ეზოს პრობლემას მომავალი წლის ბიუჯეტში, ჯერ მერიაში ვერც ამაზე საუბრობენ.

ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ

ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე ეზოს მოასფალტებას ითხოვენ
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს
„სახლში ქოლგებით დავდივართ“ – ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლები  დახმარებას ითხოვენ [Photo]
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ახალციხეში, ხანძთელის ქუჩაზე ორი კორპუსის ეზო მოასფალტდება
ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
ზარზმელის ქუჩაზე ავარიული ელექტრობოძის შეცვლას ითხოვენ