FM97.5 / LIVE

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, არჩევნები, საზოგადოება 27.09.2017
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოკითხვა დღეიდან, 27 სექტემბრიდან დაიწყეს.

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო
ქალებს სამცხე–ჯავახეთში, ორ მუნიციპალიტეტში ახალციხესა და ნინოწმინდაში გამოიკითხავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრისა“ და „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლებმა დღეს, 27 სექტემბერს გამოკითხვა ახალციხიდან დაიწყეს. ეს ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), წარმომადგენლები არიან.

მის მიზანს, საარჩევნო დღის წესრიგში ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოვლენა წარმოადგენს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, შედეგების პრეზენტაცია მოგვიანებით პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის გაიმართება, რომლებიც თავის მხრივ, უკეთ გაეცნობიან ამომრჩეველი მოსახლეობის უმრავლესობის საჭიროებებს და შესთავაზებენ მათი გადაჭრის გზებს.

გამოკითხვის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი დააკვირდება თუ რამდენად აისახება კანდიდატებისა და პარტიების პროგრამებში წარდგენილი შედეგები და რამდენად იქნება გათვალისწინებული ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტები.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) წინასაარჩევნოდ გამოკითხვას, 29 სექტემბერის ჩათვლით 10 რეგიონში ჩაატარებს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (52%) ქალია, თუმცა კვლევები აჩვენებს, რომ ქალების მონაწილეობა თვითმართველობის არჩევნებში დაბალია და 2014 წლის არჩევნებში მხოლოდ 40% შეადგინა. არჩევნებში ქალების მონაწილეობის გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა იცოდნენ მათი პრიორიტეტები და საჭიროებები, რომლებიც საქართველოში რეგისტრირებული ამომრჩევლის უმრავლესობას შეადგენენ.

კამპანია ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ, რომლის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავერობო ორგანიზაცია “სიდა”. R-CSN საქმიანობის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ACCESS პროგრამა და ევროკავშირი.

"სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)“ არის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალური გაერთიანება. ქსელი შეიქმნა 2012 წელს „სიდას“ ფასილიტაციით და მასში გაერთიანებულია 64 რეგიონული ორგანიზაცია.
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია დაიწყო

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია იწყება
ტრენინგი თემაზე: „ანტიდასავლური კამპანია საქართველოში“
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა
სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს