FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.12.2017
დღეს, 15 დეკემბერს, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბი გაიხსნა. ორგანიზაცია, რომლის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა, ადგილობრივ ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირის" ბაზაზე ამოქმედდა.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა

რეგიონული ჰაბი პროექტის – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში გაიხსნა.

“სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა აქტორებთან კავშირების გაფართოებას.

ეფექტიანი და მდგრადი შედეგების მისაღწევად, ასევე რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის ხელშესაწყობად, საქართველოს ათ რეგიონში 10 რეგიონული „ჰაბი” შეიქმნა. თითოეულ რეგიონში ამ ფუნქციას ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ითავსებს, რომელმაც კოორდინაცია უნდა გაუწიოს ადგილობრივ რეგიონულ ჰაბს.

რეგიონული ჰაბების სამიზნე ჯგუფებია: საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სათემო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები, ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები, ბიზნეს სექტორი, მედია, მოხალისეები და ახალგაზრდები.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტია 5.07 მლნ ევრო (აქედან ევროკავშირის კონტრიბუცია 3.8 მლნ ევროა), განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი, ჯამში 720 ათასი ევროს ღირებულების, სულ მცირე 2500 სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში შედიან: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

რეგიონული „ჰაბ”-ები 2020 წლის ოქტომბრამდე იმუშავებენ.

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა

სამცხე-ჯავახეთში რეგიონული ჰაბი ამოქმედდა


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი სამცხე–ჯავახეთში ®
ხვალ ახალციხეში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება [R]
რეგიონული ფორუმი  ახალციხეში
სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა  რეგიონის  განვითარებაზე იმსჯელეს
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ქალი ამომრჩევლების პრიორიტეტების გამოსავლენად კამპანია იწყება