FM97.5 / LIVE

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო

მთავარისაზოგადოება 26.04.2013
მოხალისეობის საკანონმდებლო ინიციატივები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაბეგვრის თავისებურებები - გამოწვევები და პერსპექტივები; ამ საკითხებზე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” საკონფერენციო დარბაზში საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ. საბჭოში რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. შეხვედრის მიზანი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მათი ინფორმირება იყო.

”რომელიც გულისხმობს არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერას და მიმდინარე კანონმდებლობაში სხვადასხვა სახის ცვლილებებს, ასევე ახალი ფორმების მიღებას მოიცავს”, - განმარტავს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელი არჩილ ცერცვაძე.

შეხვედრის მონაწილეებმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნებიც დააფიქსირეს.

”დღეს ჩვენ მოვისმინეთ სამცხე-ჯავახეთში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და მათი კონკრეტული საჭიროებები, რაც სამომავლოდ კანონმდებლობაში უნდა აისახოს. სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას”, - აამბობს არჩილ ცერცვაძე.

დღევანდელ შეხვედრაზე ვებ-პორტალის www.csogeorgia.org -ს პრეზენტაციაც გაიმართა. რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინქტიტუტის მიერ შეიქმნა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია საქართვლოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

”იქნება ეს სიახლეები, გრანტები, კონკურსები თუ სხვა. ეს არის ყველაზე დიდი ბაზა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ. თუ რომელიმე ორგანიზაცია აღნიშნულ ბაზაში არაა შესული, საკმაოდ მარტივი ფორმაა შესავსები იმისთვის, რომ ორგანიზაცია ჩვენს ბაზაში მოხდეს. ამ ფორმის შევსების შემდეგ მომენტალურად აისახება ბაზაში”, - განმარტავს CSO Georgia- კორესპონდენტი მარიამ პატატიშვილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო
[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის ურთიერთობაზე იმსჯელეს
”სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი” არასამთავრობო სექტორს შეხვდა
ახალციხეში არასამთავრობო სექტორის ფინანსურ მდგრადობაზე მსჯელობენ
აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საანგარიშო შეხვერდა ახალციხეში
სამოქალაქო სექტორს ევროკავშირის ოთხწლიან პროექტში ჩართვას სთავაზობენ
თვითმმართველობის კოდექსს რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნობიან
გრანტების გაცემის შესახებ კანონში ცვლილებებს ამზადებენ