FM97.5 / LIVE

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელის მშენებელი ტენდერში 10 დღით გვიან გამოვლინდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 19.07.2017
ახალციხეში საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულის გამოსავლენად ვადამ 10 დღით გადაიწია.

საბარგოზე საკანალიზაციო ქსელის მშენებელი ტენდერში 10 დღით გვიან გამოვლინდება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობისთვის ტენდერში გამარჯვებული 25 ივლისს შემდეგ გამოვლინდება.

ტენდერში მონაწილეობა შვიდმა კომპანიამ მიიღო: შპს "B&B", შპს "მეოხი", შპს "ალიანსი", შპს "ვი–აი–პი +", შპს "ნიუ ქონსთრაქშენ ტექნოლოჯი" , შპს "ადმირალ 2012", შპს "კავკასენერგო". ტენდერში მონაწილე კომპანიების სიმრავლიდან გამომდინარე, შემსყიდველ კომპანიას მათი სატენდერო დოკუმენტების შესასწავლად და დასკვნის დასაწერად დამატებით 10 დღის ვადა სჭირდება. ამიტომ საქართველოს "გაერთიანებული წყალმომრაგების კომპანიაში" სატენდერო კომისიამ 11 ივლისის ნაცვალად ეს ვადა 25 ივლისამდე გადაწია. (ოქმი N2. 18/07.2017).

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება 1 076 573 ლარია. საბარგო სადგურზე სამშენებლო სამუშაოები, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს ხუთ თვეში დასრულდება.

შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადად კი არანაკლებ 1 წელია მითითებული, თუმცა ეს ვადა საბოლოო მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან აითვლება.

შეგახსენებთ, ახალციხეში, საბარგო სადგურზე მცხოვრებლები წლებია დასახლებაში საკანალიზაციო ქსელი მოწყობას ითხოვენ. მათ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და ახალციხის შემოსასვლელში თბილისი – ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. აქ საკანალიზაციო ქსელის მოწყობაზე მთავრობამ გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღო.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის დაიწყება საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა დაიწყო
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა 6 სექტემბრიდან დაიწყება
საბარგო სადგურზე საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა განახლდა
საბარგო სადგურზე გზის მოასფალტება იწყება
საბარგო სადგურზე მცხოვრებლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს [Photo]