FM97.5 / LIVE

მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ

მთავარისიახლე, სამართალი 18.07.2017
29 მაისს, სოფელ წყალთბილაში ხანძრის შედეგად დამწვარი ავეტისიანები, რომლებსაც ახლობლები არ ჰყავთ, ამ დრომდე არ დაუკრძალავთ.

მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ
82 წლის მამისა და მისი 58 წლის ქალიშვილის გვამები, დაახლოებით, ორი თვეა რაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია. გარდაცვლილებს ახლობლები არ ჰყავთ, ამიტომ მათი დაკრძალვის ხარჯებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა გაიღებს.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ დაიკრძალა გვამები აქამდე, გამგეობაში გვაპსუხობენ, რომ ექსპერტიზა არ დასრულებულა, შესაბამისად მათ საექსპერტო ბიუროდან დოკუმენტიც არ მიუღიათ, რის საფუძველზეც ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა და გვამები დაიკრძალება.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კი ამბობენ, რომ ექპსერტიზა ამ დრომდე ტარდება .

„დანიშნულია არა მხოლოდ სხეულის, არამედ დეენემის ექსპერტიზაც. მისი დასრულების თანავე შეტყობინებას მიიღებს საგამოძიებო სამსახური და ამის მერე დაკრძალვა შესაძლებელი იქნება“, – გვითხრა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ.

იურისტების განმარტებით, როგორც წესი საექსპერტო ბიუროში გვამები ამდენი ხნით არ რჩება. მათი განმარტებით, იმის მიხედვით თუ რაზე ინიშნება ექსპერტიზა გულიდან, კუნთიდან და სხვა ორგანოებიდან ნიმუშებს იღებენ, ლუქავენ და შემდეგ კვევას ამ მასალაზე ატარებენ.

როგორც წესი, გვამიდან აღებულ ნაწილებზე რომ ტარდება ექსპერტიზა და არა უშუალოდ გვამზე, ამას სამხარაულის ბიუროშიც აცხადებენ, თუმცა მათი თქმით, ამდენად სირთულე დეენემის ექსპერტიზამ შექმნა: „რადგან მათ პატრონი არ ჰყავთ და დეენემებია დანიშნული ექსპერტიზა ძვლებზეც უნდა ჩატარდეთ“.

სოფელში კი რომელშიც ავეტისიანები ცხოვრობდნენ, ფიქრობენ რომ მათი ექსპერტიზის საკითხი დროში იმის გამო გაიწელა, რომ გარდაცვლილებს ახლობლები არ ჰყავთ: „უპატრონოები არიან და არ აინტერესებთ როდის დაიკრძალებიან. რამდენი მკვდირსთივს ჩაუტარებიათ ექსპერტიზა, მაგრამ თვეობით იქ არავინ ჰყოლიათ“, – ამბობს სოფელ წყალთბილაში მცხოვები სანველ პეტროსიანი.

გარდაცვლილების დასაკრძალად ახალციხის გამგეობა მაქსიმუმ 1 000 ლარს გამოყოფს. „მემკვიდრის გარეშე დარჩენილი მარტოხელა მოქალაქეების სარიტუალო მომსახურებისთვის“ მაქსიმუმ 500 ლარი გამოიყოფა.

„მას შემდეგ რაც სამხარაულის ბიუროდან პასუხს მივიღებთ, შესაბამისი კომისია იმჯელებს და თანხის ოდენობას განსაზღვრავს“, – აცხადებენ გამგეობაში.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წყალთბილაში ავეტისიანების სახლში ხანძარი 29 მაისს გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 82 წლის მამა და მის 58 წლის ქალიშვილი დაიწვნენ.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს
მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ
სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ
მაისში დამწვარ მამა–შვილს დღეს კრძალავენ
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
22 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების საქმეზე  ექსპერტიზა დასრულდა
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა