FM97.5 / LIVE

წყალთბილაში დამწვარი მამა–შვილის დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.06.2017
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მამა–შვილის დაკრძალვის ხარჯს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაფარავს.

წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს

გამგეობა სარიტუალო ხარჯებისთვის თანხას მას შემდეგ გამოყოფს, რაც გარდაცვლილების ექსპერტიზა დასრულდება და ყველა შესაბამისი დოკუმენტი თვითმმართველობას გადაეგზავნება.

„ამ დროისთვის მათ ექსპერტიზა სამხარაულის საექსპერტო ბიუროში უტარდებათ. როგორც აგივხსნეს, ამას 15 დღე სჭირდება. ამიტომ ვიდრე ეს პროცედურები არ დასრულდება და ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების მოწმობებთან ერთად ჩვენთან არ გამოიგზავნება, თანხის გამოყოფაზე ვერ ვიმსჯელებთ“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

მათი განცხადებით, თანხა მხოლოდ სარიტუალო ხარჯებისთვის გამოიყოფა, რაც სასახლის ყიდვასა და ტრანსპორტირებას გულისხმობს: „აქ, ბუნებრივია, ქელეხის ხარჯი არ იგულისხმება. თითო გარდაცვლილზე მაქსიმუმი თანხა გათვალისწინებული 500 ლარია. საბოლოოდ რა ოდენობას თანხა გამოიყოფა ორივესთვის, ამაზე კომისია იმსჯელებს და შემდეგ სოციალური გაცემის წესში შესაბამისი მუხლიდან გავწერთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წყალთბილაში ავეტისიანების სახლში ხანძარი 29 მაისს გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 82 წლის მამა და მის 58 წლის ქალიშვილი დაიწვნენ.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ
მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ
სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
ჭაჭარაქში გარდაცვლილი ახალგაზრდების დაკრძალვის ხარჯებს გამგეობა გაიღებს
მაისში დამწვარ მამა–შვილს დღეს კრძალავენ