FM97.5 / LIVE

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

მთავარისიახლე, სამართალი, შემთხვევა 29.05.2017
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლში გაჩენილ ხანძარს ხუთი სახანძრო მანქანა ათი საათის განმავლობაში აქრობდა, თუმცა მამა–შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლს ისევ კვამლი ასდის. აქედან დამწვარი მამა–შვილი დღეს, 29 მაისს, დილით მაშველებმა გამოიყვანეს. ამჟამად 82 წლის მამისა და მის 58 წლის ქალიშვილის გვამებს ექსპერტიზა უტარდება.

ხანძარი ავეტისიანების ორსართულიან სახლში გვიან ღამით გაჩჩნდა. დაახლოებით 00:30 საათზე ალმოდებულ სახლში გაზის ბალონი აფეთქდა და ხმაურზე კარის მეზობლად მცოხვრები სარქის ალბერტიანი გარეთ გამოვიდა.

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

„მთელ სახლში, შიგნით, ფანჯრებში, კარებში, ცეცხლი იყო. გზაზე მეზობლის მანქანა დავინახე, მოდიოდა და გავაჩერე, ვთხოვე სახანძროში დაერეკა“, – გვიყვება სარქის ალბერტიანი.

მისი თქმით, თანასოფლელმა წყალთბილაში ახალციხის გამგებლის წარმომადგენელთან პეტროს ვართანიანთან დარეკა და დახმარება სთხოვა, თავად კი ეკლესიის ზარება დარეკა, რომ სოფელი გაეღვიძებინა.

„ყველა მოვარდა. გარშემო ბალონებში წყალი მქონდა და ვასხით. ყველა მეზობელს რაც შეეძლო წყალი მოჰქონდა“, – ამბობს სარქის ალბერტიანი.

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ორსართულიან სახლში მოწყობილი მხოლოდ ერთი ოთახი იყო. მამა–შვილი ამ ოთახში ცხოვროობდა. აქვე ედგათ ღუმელი და ორი რკინის საწოლი.

„ალბათ ღუმელი ენთოთ და ხანძარი იქიდან გაჩნდა, იმიტომ, რომ ცეცხლი შიგნით იყო მოდებული და გარეთ მერე გადმოვიდა“, – აცხადებს წყალთბილში მცხოვრები ონიკ ადამიანი.

მისი თქმით, მაშველებმა ცეცხლმოდებულ სახლში შესვლა გამთენიისას შეძლეს: „ერთი ძალიან დამწვარი იყო უკვე, მეორე შედარებით ნაკლებად“.

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ადგილობრივების თქმით, ავეტისიანებს სახლში სამი გაზის ბალონი ჰქონდათ. სამივე ნაწილ–ნაწილ აფეთქდა.

„გამოფრინდა გაზის ბალონი. საშინელი ხმა ჰქონდა აფეთქებას“, – გვიყვება ავეტისიანების მეზობლად მცხოვრები ჟენია მოსოიანი.

გარდა გაზის ბალონისა აფეთქების შედეგად სახლიდან სხვა საოჯახო ნივთებიც ცვიოდა. ასი მეტრის მოშორებით დაჭეჭყილი ქვაბი ახლაც გდია.

„10 საათი აქრობდა ცეცხლს 5 სახანძრო მანქანა. ადიგენის ბრიგადაც კი დაიხმარეს. მაგრამ შიგნით დარჩენილების გადარჩენა სამწუხაროდ ვერ შეძლეს“, – ამბობს წყალთბილაში გამგებლის წარმომადგენელი პეტროს ვართანიანი.

მისი თქმით, ოჯახს ნათესავები და ახლობლები არ ჰყავს, ავეტისიანები სოცილაურად დაუცველები იყვნენ და შემწეობას იღებდნენ. მათი გასვენება სოფელს მოუწევს: „დარწმუნებული ვარ რომ სოფელი გაასვენებს, მაგრამ ბუნებრივია ამისთვის გამგეობა ფულს გამოყოფს. რამდენს ჯერ წინასწარ ზუსტად ნამდვილად არ ვიცი“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა
წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს
სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ
მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ
მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ
თამარაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია
ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა