FM97.5 / LIVE

მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.08.2017
29 მაისს, სოფელ წყალთბილაში, ხანძრის შედეგად დამწვარი ავეტისიანები, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დღეს გამოჰყავთ;

მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ


ამის შესახებ, „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„ცხედრები ოჯახმა ჩაიბარა“, – ამბობენ შსს–ში.

წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები მათი გარდაცვალებიდან დაახლოებით ორი თვის შემდეგ გამოუჩნდნენ. მისაკ მოსიკიანი, რომელიც იმავე სოფელში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილები, აცხადებს, რომ გარდაცვლილები მისი დედა და ბაბუა არიან. მოსოკიანი ამბობს, რომ ცხედრებს თავად დაკრძალავს.

ორ თვეზე მეტ ხანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრები იმის გამო დააყოვნეს, რომ მათ აქ დეენემზე ექსპერტიზა უტარდებოდათ.

„ჩვენთან გარდაცვლილები როგორც უცნობები ისე იყვნენ შემოყვანილი. გამოძიება გვეკითხებოდა, იყო თუ არა ამ ორ ადამიანს შორის ნათესაური კავშირი“, – გვითხრეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ცხედრებს სოფელში დღეს ჩამოსვენებენ: „თუ ოჯახი არ დაკრძალავს, სარიტულო ხარჯებს ჩვენ გავიღებთ“.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წყალთბილაში ავეტისიანების სახლში ხანძარი 29 მაისს გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად 82 წლის მამა და მის 58 წლის ქალიშვილი დაიწვნენ.

მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ
მაისში დამწვარ მამა–შვილს დღეს კრძალავენ
წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს
მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა