FM97.5 / LIVE

სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 21.07.2017
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძრისაგან დამწვარ მამა–შვილს, რომლებზეც თანასოფლელები ამბობდნენ, რომ არავინ ჰყავდათ, ნათესავები გამოუჩნდნენ. ისინი ამბობენ, რომ გარდაცვლილებს თავად დაკრძალავენ.

სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ

მისაკ მოსიკიანი იმავე სოფელში ცხოვრობს, სადაც გარდაცვლილები – 29 მაისს მომხდარი ხანძრის შედეგად დამწვარი 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი ცხოვრობდნენ, მისაკი ამბობს, რომ გარდაცვლილები მისი დედა და ბაბუა არიან და თანასოფლელების ინფორმაცია, რომ მათ არავინ ჰყავდათ, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ორი შვილი ვყავართ. დედაჩემი ბაბუაჩემთან იყო, მას უვლიდა და მასთანვე რჩებოდა, ჩვენ სხვადასხვა სახლში ვცხოვრობთ“, – გვიხსნის იგი და ამატებს, რომ დილით, დამწვარი ცხედრები სახლიდან თავად გამოიტანა.

მისაკ მოსიკიანი ამბობს, რომ დედას და ბაბუას თავისი სახსრებით დაკრძალავს: „არც გამგეობის დახმარება გვინდა და არაფერი. ჩვენ მივხედავთ ჩვენს გარდაცვლილებს, უკვე ყველაფერი მოგვარებულია, სამშაბათს დავკრძალავთ“.

კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ გარდაცვლილებს ახლობლები ჰყავდათ და რის საფუძველზე ირწმუნებოდა, რომ მიცვალებულები უპატრონოდ დარჩნენ, სოფელში გამგებლის წარმომადგენელი პეტროს ვართანიანი ამბობს, რომ მამა–შვილის არავინ აქცევდა ყურადღებას: „ესენი წლების განმავლობაში მარტო იყვნენ“.

ინფორმაცია, რომ გარდაცვლილებს ახლობლები ჰყავთ, უკვე შეიტყვეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. უწყებაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ შვილები ცხედრების დაკრძალვას თავად უზრუნველყოფენ, მუნიციპალიტეტი თანხას აღარ გამოყოფს. ვინაიდან ცხედრები უპატრონოდ ითვლებოდა, გამგეობიდან სარიტუალო ხარჯებისთვის 1000 ლარი უნდა გამოყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ავეტისიანების სახლში, ხანძარი 29 მაისს, გვიან ღამით გაჩნდა. შემთხვევის შედეგად მამა და მისი ქალიშვილი დაიწვნენ. ხანძრიდან მეორე დღესვე, ცხედრები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ამ დრომდე ცხედრები იქ რჩება, ბიუროში ამბობენ, რომ ექსპერტიზა არ დასრულებულა.

ამ დრომდე უცნობი რჩება რამ გამოწვია ხანძარი. მომხდარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ
მაისში დამწვარი მამა–შვილი ამ დრომდე არ დაუკრძალავთ
წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს
ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა
მაისში დამწვარ მამა–შვილს დღეს კრძალავენ
ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
ახალქალაქში მოკლული დედა–შვილები ვაჩიანში, ახლობლის სახლში გადაასვენეს