FM97.5 / LIVE

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა

მთავარისიახლე, სამართალი 29.05.2017
ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალთბილაში გაჩენილ ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში, ხანძარს მამა–შვილი ემსხვერპლა

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს, გვიან ღამით გაუჩნდა.

გამგებლის წარმომადგენელი სოფელში, პეტროს ვართანიანი ამბობს, რომ ღამით, 01:00 საათზე, ცეცხლი მეზობელმა შენიშნა და მას დაურეკა: "მე გამოვიძახე სახანძრო სამსახური, ხუთი ბრიგადა მუშაობდა. მაგრამ, რომ გავიგეთ ხანძარი, სახლი თითქმის უკვე მთლიანად იყო ჩამწვარი და შიგ მყოფების გამოყვანა შეუძლებელი იყო".

გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად მამა–შვილი, 82 წლის მამა და მისი 58 წლის ქალიშვილი გარდაიცვალნენ. ისინი სახლში მარტო ცხოვრობდნენ. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად დამწვარი მამა–შვილი – რა მოხდა წყალთბილაში [Photos]
სოფელ წყალთბილაში დამწვარ მამა–შვილს ნათესავები გამოუჩნდნენ
მაისში დამწვარ მამა–შვილს წყალთბილაში დღეს გადაასვენებენ
წყალთბილაში დამწვარი  მამა–შვილის  დაკრძალვის ხარჯს გამგეობა დაფარავს
ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
ბორჯომში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა