FM97.5 / LIVE

"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.07.2017
ურავლის მთაში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მოინახულეს; ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები თავდამსხმელების ვინაობას ასახელებენ.

"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ
ახალციხეში, სოფელ ურაველში დაშავებულები ახალციხის რეფერალური საავადმყოფოდან დღეს, 17 ივლისს გაწერეს. ნოდარ, ბეგლარ და ზურაბ კაპანაძეები სახლში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიორგი ბოტკოველმა და დავით კირკიტაძემ მოინახულეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერების ცემაში „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, კაპანაძეებს სასტიკად ახალციხის ყოფილი მერის გიორგი კოპაძის მოადგილე ზაზა გელაძე, ასევე კოპაძის ყოფილი მძღოლი გიგი რუხაძე და ახალციხეში კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნოდარ კურტანიძე გაუსწორდნენ.

ბოტკოველის თქმით, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ურაველში დეპუტატობის კანდიდატად ბეგლარ კაპანაძე უნდა დაასახელონ , ეს კი „ოცნების“ აქტივისტებისთვის ცნობილი იყო, ამიტო დაშინების მიზნით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს, არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია. ამით დაგვანახეს, რომ დაიწყეს საარჩევნო კამპანია და შეეცადნენ დააშინონ ჩვენი კანდიდატები. ეს არის მაფიოზური ბანდა, რომელიც თავს აფარებს ადგილობრივ თვითმმართველობას“, –განაცხადა ბოტკოველმა.

ზაზა გელაძე რაიმე დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ გუშინ, 16 ივლისს საღამოს ტყეში მეგობრებთან ერთად იყო, თუმცა მსგავსი არაფერი ყოფილა. ნოდარ კურტანიძის ტელეფონს კი ჯერ უცხო პირმა უპასუხა და გვითხრა, რომ ნოდარი ტელეფონთან ერთ საათში იქნებოდა, თუმცა მოგვიანებით „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს აღარ უპასუხეს. რაც შეეხება გიგი რუხაძეს, მის პირად ნომერზე დაკავშირება ვერ შევძელით, მეუღლემ კი გვიპასუხა, რომ „სხვაგან მოვხვდით“.

„ქართული ოცნება“ კი მომხდარს ემიჯნება და ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
სამართალდამცავებთან სურდათ დღეს შეხვედრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს. მათი განცადებით, საქმეზე ძიება სსკ–ის 126 –ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს, არ უნდა დაწყებულიყო, რადგან აქ ადგილი პოლიტიკური ნიშნით დევნასა და ჯგუფურ ხულიგნობას ჰქონდა.

„გამოძიების დეტალებში გარკვევის მიზნით, ახალციხის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელობასთან ვცადეთ შეხვედრა, მაგრამ უშედეგოდ“, – გვითხრა ბოტკოველმა.

მისი თქმით, სამამრთველოში მათ განუცხადეს, რომ თუ რაიმე აინტერესებთ პრესცენტრს უნდა მიმართონ: „ჩვენ პასუხი გვინდოდა, არიან თუ არა ეს პირები დაკავებულები, რატომ დაიწყო გამოძიება 126–ე მუხლით და არა ჯგუფური ხულიგნობის, ან პოლიტიკური დევნის მუხლით, მაგრამ ვერ ვერ მივიღეთ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიების დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვთ: „ადვოკატი რომ ყოფილიყო საქმის მასალები გადაეცემოდა, თუმცა ასეთ შემთხვევაში გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს; უწყებაში ამბობენ, რომ ინცინდენტის მონაწილეები დაიკითხნენ, თუმცა ამ დროისათვის დაკავებული არავინ არის. საქმეზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზებიც.

"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში
ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
საია „ნაციონალების“ ყოფილ  კოორდინატორზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს