FM97.5 / LIVE

ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში

მთავარისიახლე, სამართალი 25.08.2017
ახალციხეში, სოფელ ურაველში 'ნაციონალური მოძრაობის' აქტივისტზე ბეგლარ კაპანაძეზე და მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა.

ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში

ანგარიშის მიხედვით, 2017 წლის 16 ივლისს ძალადობას ჰქონდა ადგილი ახალციხეში, სოფელ ურაველში, როდესაც თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს და მისი ოჯახის წევრებს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, ბეგლარ კაპანაძე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიამ ურაველში კანდიდატად უნდა დაასახელოს, რაც „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის გახდა ცნობილი და მას თავს დაესხნენ, რათა დააშინონ. თავის მხრივ, მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა „ქართული ოცნება“ და სამართალდამცავებს მოუწოდა, დროული რეაგირება მოახდინონ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ანგარიშის მიხედვით, 18 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ და გაესაუბრნენ დაზარალებულებს. საია ასევე დაუკავშირდა ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე პირებს - ზაზა გელაძეს და გიორგი ლონდარიძეს, თუმცა, მათ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვეს.

"დაზარალებულები თავდასხმაში ბრალს სდებდნენ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ახალციხის მერის ყოფილ მოადგილეს, ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს, ზაზა გელაძესა და დასუფთავების სამსახურის უფროსს, გიორგი ლონდარიძეს.
ბეგლარ კაპანაძე იხსენებს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებამდე თავდამსხმელებმა მას პოლიტიკური წარსული და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მუშაობა შეახსენეს. შემდეგ კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც თავად მას, ისე მის მამას და შვილებს, რომლებიც ოჯახის წევრის დასახმარებლად მივიდნენ. დაზარალებულებმა განმარტეს, რომ ინციდენტში დაახლოებით 9-12 ადამიანი მონაწილეობდა", – ვკითხულობთ ანგარიშში.

ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით საიამ განცხადება გაავრცელა და საგამოძიებო ორგანოებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელსა და მისი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტის სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიებისაკენ მოუწოდა, რათა ქმედების პოლიტიკური მოტივი გამოკვლეულიყო.

ამასთან, ორგანიზაციამ მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეეკავებინათ ძალადობისა და დაპირისპირებისაგან, აგრეთვე, ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც წაახალისებდა ძალადობას.

მომხდართან დაკავშირებით, საიამ წერილობით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას და აღნიშნული საქმის შესწავლა მოითხოვა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება
საია „ნაციონალების“ ყოფილ  კოორდინატორზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს
"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ
არასამთავრობოების განცხადება ახალციხეში მომხდარ ძალადობრივ ინციდენტთან დაკავშირებით
ქართული ოცნება: 'ადიგენში ინცინდენტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა'
‘მარნეულში მომხდარი შიშის დათესვის დემონსტრირებაა’ – ენმ–ს აქცია ახალციხეში
საია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს