FM97.5 / LIVE

ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 17.07.2017
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორის, ბეგლარ კაპანაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს.

ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება

პარტიამ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", ურაველში ფიზიკური დაპირისპირების შესახებ განცხადება დღეს, 17 ივლისს სოციალური ქსელის, ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს. პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ვინც უნდა იყოს დაპირისპირების მხარე, ძალადობის ყოველგვარ ფაქტს კატეგორიულად გმობს.
მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, სამართალდარღვევის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინონ. ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მსგავსი ფაქტები პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენონ" – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ, 16 ივლისს მოხდა. ახალციხეში, სოფელ ურავლის ტყეში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი კოორდინატორი, ბეგლარ კაპანაძე მამასთან და შვილთან ერთად სცემეს. მისი თქმით, თვითმმართველობის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა, გზა სამი მანქანით გადაუკეტეს, შემდეგ კი სცემეს. კაპანაძის განმარტებით, ერთ–ერთ მათგანთან წარსულში, პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირება ჰქონდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფიზიკური ანგარიშსწორება და ძალადობა ახალციხეში – საიას ანგარიში
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
საია „ნაციონალების“ ყოფილ  კოორდინატორზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს
"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
ახალქალაქში დაპირისპირების ფაქტზე 5 პირს ბრალი წარედგინა
'ქართული ოცნება' მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს