FM97.5 / LIVE

„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი 17.07.2017
ახალციხეში, სოფელ ურავლის ტყეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი, მამასთან და შვილთან ერთად სცემეს. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს;

„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
შემთხვევა, ურავლის მთიდან მომავალ გზაზე დღეს, 16 ივლისს, დაახლოებით, 17:00 საათზე მოხდა. ურაველში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორი და 2012 წლამდე გამგებლის წარმომადგენელი ბეგლარ კაპანაძე ამ დროს მამასთან და შვილებთან ერთად მთიდან სოფელში ბრუნდებოდა. ისინი კი ვისაც კაპანაძეები თავდასხმაში ადანაშაულებენ, ბუნებაში ერთ–ერთი მღვდლის დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილები. ბეგლარ კაპანაძის თქმით, აქ საქეიფოდ მისულები ახალციხის თვითმმართველობის წარმომადგენლები იყვნენ.

„მთიდან მოვდიოდი მანქანით, გვერდზე 82 წლის მამა მეჯდა. უკან ბავშვები მოგვყვებოდნენ მარშუტკით. გამგეობისა და მერიის ხალხი გზაზე ქეიფობდა. ჩემი გაჩერება სცადეს, მაგრამ არ გავჩერდი. ზაზა იყო გელაძე იქ, მერის ყოფილი მოადგილე, მაგასთან არჩევნების დროს ჩხუბი ბევრჯერ მომივიდა, შეურაცხყოფა მომაყენა. ვიცოდი რაც მოხდებოდა, ამიტომ გზა გავაგრძელე“, – გვიყვება ბეგლარ კაპანაძე.

მისი თქმით, მას თვითმმართველობის ყოფილმა და მოქმედმა თანამშრომლებმა გზა სამი მანქანით გადაუკეტეს: „არჩევნების ამბებს მიხსენებდნენ, „ნაციონალებთან“ ერთად როგორ იყავიო. უცენზურო სიტყვებს ყვიროდნენ. ზაზას კარგად ვიცნობ, რადგან დაპირისპირება ადრეც მოგვსვლია. სხვები სახეზე ვიცი, სახელებით და გვარებით ვერ ვცნობ ყველას. მომვარდნენ და მანქანიდან გადმომიღეს. რაც მახსოვს სამჯერ დამარტყეს, მერე გონება დავკარგე“.

როგროც კაპანაძეების ნათესავი, ნინო კაპანაძე გვიყვება მას შემდეგ რაც ბეგლარ კაპანაძე მიწაზე უგონოდ დავარდა, მის უკან მომავალმა შვილმა ზურაბ კაპანაძემ ქვა აიღო, რომ მამაზე თავდამსხმელებს გასწორებოდა: „ეგონა რომ მამამისი მოკლეს, მაგრამ ქვის დარტყმა ვერ მოასწრიო, თვითონ მოხვედრია კისერში ამ დროს ქვა. ცხვირიც გატეხილი აქვს, სასტიკადაა ნაცემი“.

სამივე დაშავებული, ნოდარ, ბეგლარ და ზურაბ კაპანაძეები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

„გონება რომ დამიკარგავს, მამაოს ჩავუსვივარ მარშუტკაში, აზრზე რომ მოვედი მამაჩემი სისხლში გახვეული მეწვა გვერდით. ტყეში ტელეფონი არ იჭერდა, სოფლიდან დარეკეს სასწრაფოში. მერე მოვიდა პოლიციაც. ჩვენება უკვე მივეცი, მას ვუთხარი, რომ ერთ–ერთი ვინც მცემა გელაძე იყო“, – გვიყვება კაპანაძე.

ზაზა გელაძე მომხდარს კატეგორიულად უარყოფს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადასტურებს, რომ ტყეში ნადვილად იყო, თუმცა ამბობს, რომ იქ არაფერი მომხდარა: „ალბათ მე მიცნო და ჩემ სახელს იმიტომ ახსენებს. საერთოდ არაფერი ყოფილა. არ ვიცი ეს ადამიანი რაზე ლაპარაკობს. თუ რაიმე ბოღმა აქვს ჩემ მიმართ იმის გამო რომ ის „ნაციონალია“ და მე „ოცნებაში“ ვარ, არ ვიცი“.

შემთხვევის ადგილზე მყოფი, აგარის მონასტერში მოღვაწე, ერთ–ერთი ბერი, მამა დავითი ამბობს, რომ მომხდარს შემთხვევით შეესწრო: "მონასტრიდან მოვდიოდით, ჩხუბი იყო და გავაშველეთ. ერთი დაშავებული მისივე მარშუტკაში ჩავსვით. არ ვიცი ვინ იყვნენ, ან რაზე ჩხუბობდნენ, ვერავინ ვიცანი", – გვითხრა მან.

ამ დროისთვის სამივე დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ სამივე მათგანს მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრამვები აღენიშნებათ: „ზოგადი მდგომარეობა სამივეს სტაბილური აქვს“.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს;

„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
"ნაციონალები" თავდასხმაში "ოცნების" წარმომადგენლებს ადანაშაულებენ
ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს
ურაველში მომხდარ დაპირისპირებას „ქართული ოცნება“ ეხმაურება
საია „ნაციონალების“ ყოფილ  კოორდინატორზე თავდასხმის ფაქტს სწავლობს