FM97.5 / LIVE

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.12.2017
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემაში ბრალდებულები პროკურატურისაგან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ან განრიდებას ითხოვენ.

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ

„ნაციონალების“ აქტივისტების ცემის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს, 25 დეკემბერს გაიმართა. სხდომას ხუთივე ბრალდებული ესწრებოდა: გრიგოლ რუხაძე, ნოდარ კურტანიძე, ზაზა გელაძე, გიორგი ლონდარიძე და დავით სამსონიძე. დაზარალებულები: ბეგლარ კაპანაძე, მისი მამა და შვილი კი სასამართლო დარბაზში არ გამოჩენილან. როგორც "სამხრეთის კარიბჭესთან" ბეგლარ კაპანაძემ განაცხადა, მას სასამართლოდან სხდომის გამართვის თაობაზე შეტყობინება არ მისვლია.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებს არც მტკიცებულები წარუდგენიათ და არც მათი გამოკვლევა დაუწყიათ, რადგან, დაცვის მხარემ სხდომის გადადება ითხოვა.

„ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ, ამიტომ, ორი კვირის წინ ჯერ საპროცესო შეთანხმებაზე მივმართეთ პროკურატურას, შემდეგ კი განრიდებაზე. პასუხი ჯერ არ ვიცით, იმედია დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა ზაზა გორდელაძემ.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 2018 წლის 11 იანვრს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მიმდინარე წლის 16 ივლისს სოფელ ურავლის ტყეში მოხდა. ბეგლარ კაპანაძის ნაამბობის მიხედვით, იგი მამასთან და შვილთან ერთად მთიდან ბრუნდებოდა, როდესაც სამი მანქანით გზა გადაუკეტეს და პოლიტიკური მოტივით – არჩევნებზე რატომ იყავი „ნაციონალების“ მხარესო, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ბეგლარ კაპანაძის ოჯახის წევრების ცემის საქმეზე, პროკურატურამ პასუხისგებაში ხუთი პირი მისცა. ხუთივე მათგანი სხვადასხვა დროს ახალციხის მერიაში, ან მერიას დაქვემდებარებულ უწყებაში მუშაობდა, ორი ახლაც მუშაობს. ხუთივე მათგანი სასამართლომ, 3 აგვისტოს, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს
სამხარეო სამმართველოს უფროსის მოადგილისა და ახალგაზრდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
საქმეზე, რომელშიც სამმართველოს უფროსის მოადგილეს ცემაში ადანაშაულებენ, საპროცესო ფორმდება