FM97.5 / LIVE

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს

მთავარისიახლე, სამართალი 01.09.2017
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის ბეგლარ კაპანაძის, მისი მამისა და შვილის ცემის საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა დაიწყო;

‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს

„თავად მოგვმართეს დაზარალებულებმა და ამ საქმის შესწავლა ამიტომ დავიწყეთ“, – გვითხრეს სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

„ნაციონალების“ აქტივისტისა და მისი ოჯახის წევრების ცემის საქმეზე პასუხისგებაში მიცემული ხუთი პირია. მათ შორის სამი საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელია. ამ დრომდე სამივე მათგანი, - ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს სამსახურის უფროსი ზაზა გელაძე, ახალციხის მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე და შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსი გიორგი ლონდარიძე პოზიციებს ინარჩუნებენ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის ქეთევან ბებიაშვილის თქმით, რომელიც აღნიშნულ საქმეში თავიდანვე ჩაერთო, ბრალდებულებს უფლებამოსილება იმ შემთხვევაში შეუწყდებოდათ, თუ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა იქნებოდა გამოყენებული: „თუმცა ხუთივეს გირაო შეეფარდა. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მათ ჩვეულებრივ უფლება აქვთ იმუშაონ, თუმცა თუ საპროცესო გაფორმდება ეს ავტომატურად გამამტყუნებელ განაჩენს გულისხმობს და მაშინ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგება“.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არცერთ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით უწყებისთვის არ მიუმართავს.

სასამართლოში კი აცხადებენ, რომ წინა სასამართლო სხდომა დაახლოებით სექტემბრის შუა რიცხვებში გაიმართება: „ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით, რადგან პროკურატურას ეს სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში არ შემოუტანია“.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 16 ივლისს სოფელ ურავლის ტყეში მოხდა.
ბეგლარ კაპანაძის ნაამბობის მიხედვით, იგი მამასთან და შვილთან ერთად მთიდან ბრუნდებოდა. ზემოაღნიშნული პირები კი ბუნებაში ერთ–ერთი მღვდლის დაბადების დღის აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილი. კაპანაძე ამბობს, რომ მას სამი მანქანით გზა გადაუკეტეს და პოლიტიკური მოტივით – არჩევნებზე რატომ იყავი „ნაციონალების“ მხარესო, ფიზიკურად გაუსწორდნენ მასაც და მის მამასა და შვილსაც. სამივე დაშავებული, ნოდარ, ბეგლარ და ზურაბ კაპანაძეები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სამივე მათგანს მრავლობითი დაჟეჟილობები და ტრამვები ჰქონდა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება
‘ნაციონალების’ აქტივისტების ცემაში ბრალდებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ
‘ნაციონალების’ აქტივისტის ცემაზე პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს
„ნაციონალების“ ყოფილი კოორდინატორი საჯარო მოხელეებს ცემაში ადანაშაულებს
ენმ–ს აქტივისტების ცემაში ბრალდებულ მოხელეებს  საპროცესო გაუფორმეს
ომბუდსმენის აპარატი ახალგაზრდის პოლიციაში შესაძლო ცემის საქმეს სწავლობს
გიორგი კაპანაძის შესაძლო ცემის ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის