FM97.5 / LIVE

ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.07.2017
ახალციხეში ე.წ ხუთსართულიანების დასახლებაში მაცხოვრებლები წყლის პრობლემაზე ჩივიან. მათი თქმით, აქ წყალი მხოლოდ ღამით მოდის.

ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის
ახალციხეში „ხუთსართულიანების“ დასახლებას წყალი 24 საათი მიეწოდებოდა, თუმცა, თვეზე მეტია აქ წყალი მხოლოდ ღამე, 10:00 საათიდან დილამდე მოდეს. წყალს წნევა კი მხოლოდ გამთენიისას ემატება, ზედა სართულებზე წყალი არ ადის, პირველ სართულზე კი სარეცხის მანქანაც არ ირთვება.

„გამთინიას შეიძლება მოემატოს ნარპორი, მანამდე წვეთავს. შაუღამეს ხომარ უნდა ველოდო იმისთვის, რომ მანქანა ჩავრთო და დავიბანო?! წყალი თუ არ მოდის ისე სახლში ვერაფერს ვაკეთებთ და ველოდებით დაღამებას“, – ამბობს „ხუთსართულიანებში“ მცხოვრები ნანა ინასარიძე.

ადგილობრივების თქმით, მათ ამ პრობლემის შესახებ წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე არა ერთხელ დარეკეს, თუმცა პასუხი, როდის შეიძლება მოგვარდეს ეს საკითხი, ვერ მიიღეს: „ბაღებს რწყავენ, გაშვებული აქვთ მთელი დღეს და ჩვენთან იმიტომ აღარ მოდის. ამას თუ მიხედავენ წყალი დღე ჩვენთანაც მოვა“.

ადგილობრივებს ეთანხმებიან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალიში. როგორც უწყების მენეჯერი ბორის სპანდერაშვილი ამბობს, „ხუთსართულიანებში“ წყლის პრობლემა მოსახლეობის დაუდევარი ქცევითაა გამოწვეული: „დღე წყალი ბაღბში აქვთ გაშვებული, ამიტომ წნევა აღარ ყოფნის, ღამით კი აღარ რწყავენ და ზედა სართულებამდეც აღწევს“.

მისი თქმით, ეს პრობლემა რწყვის სეზონზე ყოველთვისაა: „კანონით არ მაქვს უფლება, რომ მაგის გამო ვინმე დავაჯარიმო, ან რაიმე სხვა ღონისძიებას რომ მივმართო. ეს ხალხის თვითშეგნებაზეა დამოკიდებული და უბრალოდ ასე აღარ უნდა მოიქცნენ“, – ამბობს სპანდერაშვილი.

„ხუთსართულიანების“ დასახლებაში კი აცხადებენ, რომ ივლისში წყლის ფულს აღარ გადაიხდიან: „არც მე გადავიხდი და არც სხვები, საინტერესოა რას იზამენ, ყველას ერთად ჩაგვიჭრიან?!“ – კითხულობს მაია შერგელეშვილი.

ახალციხეში, „ხუთსართულიანებში“ წყალი მხოლოდ ღამე მოდის

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„ხუთსართულიანების“ დასახლებას  წყალი შეფერხებით მიეწოდება
‘წყალი დილა–საღამოს 15 წუთიც კი აღარ მოდის’ – ახალციხეში წყლის პრობლემაზე ჩივიან
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
ახალციხეში წყლის მიწოდება შეიზღუდა
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ