FM97.5 / LIVE

ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.04.2018
სამდღიანი უწყლობის შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიამ, მოსახლეობას დღეს წყალი წყალმზიდი მანქანების საშუალებით მიაწოდა.

ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება

დღეს, 17 აპრილს, ვალეში დიდი მოცულობის ავზების მქონე მანქანებით წყალს არიგებენ. სამდღიანი უწყლობის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დასახლებაში სამი წყალმზიდი მანქანა გაუშვა, მათგან ერთი ქუთაისიდან ჩამოიყვანეს.

"წყალმზიდებმა უკვე დაიწყეს მუშაობა. ერთი მანქანა ადგილობრივი სერვისისაა, ერთი მუნიციპალიტეტის და კიდევ ერთი ქუთაისიდან მოდის", – ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსი მიხეილ თათარაძე.

მისივე თქმით, მაცხოვრებლებისთვის წყლის მიღების ოდენობა შეზღუდული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ვალის მოსახლეობას წყლის მიწოდება 15 აპრილს შეუწყდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემა ხშირად აქვთ, წყლის დაწყვეტის შესახებ კი წინასწარ არავინ აფრთხილებთ.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში პრობლემის მიზეზად, მდინარე ფოცხოვზე წყლის დონის დაწევას ასახელებენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე, სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა მათი დასრულება დროულად ვერ ხერხდება.

"სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. ჩვენ ყოველდღიურად ველოდებით ფოცხოვიდან წყლის შემოდინებას, უკვე ხელოვნური გამდიდრებაა დაწყებული და ველოდებით წყლის შემოსვლას", – აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება
ვალეში წყლით მომარაგება აღდგა
ასპინძაში  სასმელი წყლის მიწოდება აღდგა
მეხუთე დღეა ვალეში მცხოვრებლებს წყალი არ აქვთ
გიორგი ბაგინაშვილი: ვალეში წყლის მიწოდება შეიძლება დღესაც აღდგეს
5 და 6 ნოემბერს ბორჯომს წყლის მიწოდება შეუწყდება
ვალეს სამი დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდება