FM97.5 / LIVE

ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება

მთავარისიახლე 20.12.2016
ხვალ, 21 დეკემბერს, ახალციხის ცენტრალურ პარკში შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის „ტალიტა–კუმის“ ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება. ღონისძიება შობა–ახალ წელს მიეძღვნება და შესული თანხა სამუშაო მასალების შეძენას მოხმარდება.

ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართება
ახალციხის ცენტრალურ პარკში შშმ პირები საახალწლო თემაზე შექმნილ ნამუშევრებს 12:30 საათისთვის გამოფენენ. მათი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ნამუშევრები შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ,,ტალიტა–კუმის“ 16–მა აღსაზრდელმა მოამზადა. ისინი დღის ცენტრში არტ–თერაპიის კურსს გადიან და სხვადასხვა ხელსაქმეს სწავლობენ.

,,ტალიტა კუმის“ ადმინისტრაცია გამოფენაზე სხვადასხვა სახის დეკორაციული ნივთების გამოფენას გეგმავს. მათ შორის იქნება თექის, გობელენის, ბისერების და სხვა მასალებისაგან შექმნილი ნაკეთობები.

"საშობაო–საახალწლო გამოფენას ცენტრალურ პარკში პირველად ვაკეთებთ. ფასები სიმბოლური იქნება. შემოსულ თანხას ისევ სხვადასხვა მასალის შესაძენად მოვიხმართ“– ამბობს ,,ტალიტა კუმის“ წარმომადგენელი მელანო ჩილინგარაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შშმ პირების საახალწლო ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირთა ნამუშევრების საშობაო გამოფენა–გაყიდვა გაიმართა
ახალციხეში შშმ პირების საახალწლო ნამუშევრები გამოფინეს
'ტალიტა კუმის' ბენეფიციარებმა ღონისძიება გამართეს [Photo]
შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’
ახალციხეში შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა იმართება
ახალციხეში შშმ პირები საახალწლო გამოფენა–გაყიდვას გამართავენ [R]