FM97.5 / LIVE

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 28.06.2017
ახალციხის მერიამ კოსტავს ქუჩაზე ახალი ტროტუარის მოწყობა და გადმოდგმული კიბეების აშლა დაიწყო. ტერიტორიაზე აიკრძალება გარევაჭრობაც.

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

ახალციხის მერიამ რამდენიმე თვის წინ დაანონსებული ქალაქის ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისათავის კოსტავას ქუჩის ნაწილში აყრილია ასფალტი და მოშლილია მაღაზიაში შესასვლელი კიბეები.

ქალაქის მერი ვლადიმერ ზედგინიძე აცხადებს, რომ თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ქუჩის მოწყობას აპირებს, სადაც დაიგება ქვაფენილი, გაკეთდება მოსაცდელები, ავტომანქანების პარკინგი, ახალი გარეგანათებები და რაც მთავარია, კოსტავს ქუჩა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისათვის.

„ჩვენ თუ ევროპული ცხოვრებისთვის მივისწრაფით და ვამბობთ, რომ გვინდა ევროპაში შესვლა, ევროპული ფასეულობით უნდა შევიდეთ“,–აცხადებს ზედგინიძე.

ქალაქის მერი ამბობს, რომ ახალციხეში ყველაზე პრობლემური ქუჩა, სწორედ კოსტავს ქუჩაა, რადგან მაღაზიების კიბეები ტროტუარებზეა გადმოდგმული და გარევაჭრობაა, რაც ფეხითმოსიარულეთა გადაადგილებას აფერხებს: „აქ ჩვეულებრივი სავაჭრო ბაზრობაა მოწყობილი“.
მისივე თქმით, აღნიშნულზე, მცირე მეწარმეებმა ბოლო პერიოდში არაერთი გაფრთხილება მიიღეს, თუმცა ვიდრე სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაიწყო, მათი მოთხოვნა არ გაუთვალისწინებიათ.

თავად მოვაჭრეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ირწმუნებიან, რომ კიბეების აყრის შესახებ მათ, დღეს დილით გაიგეს, როდესაც მაღაზიაში სამუშაოდ მივიდნენ. მიუხედავად უკმაყოფილებისა, მათ ქალაქის მერთან, რომელიც სამუშაოების დასათვალიერებლად მივიდა, პროტესტი არ გამოუხატავთ.

უმეტესობა „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, ზოგი მათგანი კი ამბობს, რომ ცვლილებები მათ მყიდველების რაოდენობას შეუმცირებს, რაც ბიზნესს აზარალებს.

„რომ არ დავალაგო გარეთ, არც ვაჭრობა მექნება. მერს კარგი ხელფასი აქვს, მე კიდე წამლის ფულიც არ მაქვს. კიბეებიც რომ მოგვინგრიეს, იხტუნაონ ამ სიმაღლეზე კლიენტებმა?“–გვეუბნება ერთ–ერთი მოვაჭრე.

მიუხედავად მოვაჭრეების ამ პოზიციისა, ახალციხის მერი ამბობს, რომ ფეხით მოსიარულეთათვის გზა უნდა გამოთავისუფლდეს და ცენტრალური ქუჩა ისეთი გადატვირთული არ უნდა იყოს, როგორიც ახლაა.

„რა თქმა უნდა წინააღმდეგობები იქნება, ვიღაცამ როდისღაც თუ მათ დაუდევრობით დართო ნება აქ კიბეები გადმოედგათ, ტროტუარის ხარჯზე, ჩვენთვის ეს გასაგებია, მაგრამ აუცილებლად, ეს ტროტუარი ფეხით მოსიარულეებისთვის უნდა გამოვათავისუფლოთ,“–ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე.

მისივე თქმით, მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, ტროტუარზე მაღაზიის კიბე მხოლოდ 10 სანტიმეტრით გადმოწიონ.

ახალციხის ცენტრალური ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინასდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მესხეთ ავტოგზა“ 300 ათას ლარად აკეთებს. სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს.

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

კოსტავას ქუჩაზე გარევაჭრობა იკრძალება და ტროტუარი ეწყობა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეწარმეებს ტროტუარების 'გათავისუფლება' მოუწევთ – მერია კოსტავას ქუჩის შეკეთებას იწყებს
შეკეთებული ტროტუარი სანიაღვრეს გარეშე
რატომ არ აკეთებს მერია ცენტრალური ქუჩის მოსათიბ ტროტუარს
ახალციხეში კეცხოველის ქუჩა გადაკეტილია
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
მოსათიბი ტროტუარი ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე [Photo]
ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება