FM97.5 / LIVE

ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 31.08.2018
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე ერთ კილომეტრამდე მონაკვეთის მოასფალტებისთვის, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.

ახალციხეში ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია იწყება

კოსტავას ქუჩის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე 923 მეტრი მოასფალტდება. რეაბილიტაცია თამარ მეფის ძეგლთან ახლოს მდებარე ხიდებიდან მერიის შენობამდე არსებულ ტერიტორიაზე ჩატარდება. ამისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 447 244 ლარია.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის გასწვრივ, გზის ორივე მხარეს მოასფალტდება არსებული მიერთებებიც.

როგორც საპროექტო დოკუმენტებში ვკითხულობთ, აღნიშნული მონაკვეთი დაზიანების სიმძიმის გამო ორმულ შეკეთებებს აღარ ექვემდებარება, ამიტომ გზის ზედაფენა მთლიანად მოიხსნება და ახალი საფარი მოეწყობა. გაკეთდება სანიაღვრე არხებიც.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღის ვადაში უნდა შეასრულოს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, უახლოეს დღეებში ტენდერის გამოცხადებას გეგმავს რუსთაველის ქუჩაზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვისაც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭობარეთი–მუსხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში, გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში ორი ქუჩის მონაკვეთი მოასფალტდება
ახალციხეში რუსთაველის ქუჩის ორ მონაკვეთს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
აგარების მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში, დიდიმამიშვილის N1–ში მდებარე კორპუსის ეზო მოასფალტდება
წელს ახალციხეში  ცენტრალური ქუჩების ნაწილი  მოასფალტდება