FM97.5 / LIVE

რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდან

მთავარისაზოგადოება 02.04.2013
ახალციხის ციხეში ფიქრობენ, რომ მეჩეთისა და მედრესეს სახურავის შეცვლა პრობლემა არ არის, თუმცა, ჯვრიანი ქვების გამოტანა თურქეთის მხრიდან ხმამაღალი განცხადებაა.

რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდან
ჯვრიანი ქვები, რომლის გამოტანაზეცაა საუბარი დოკუმენტში
მანანა მანჯგალაძის განცხადებას რაბათში არსებული ქრისტიანული სიმბოლოების განადგურებასთან დაკავშირებით ახალციხის ციხის თანამშრომლები აბსურდულს უწოდებენ.

სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმისა და ახალციხის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ მანჯგალაძის განცხადება ერთგვარი შანტაჟია: ”ეს დაახლოებით იმ ამბის გაგრძელებას ჰგავს, ბოლო დროს რომ წამოიწყეს საუბარი, ვაჰაგნ ჩახალიანი ჯავახეთში ომს იწყებსო”.

რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდანროგორც ციხის ადმინისტრაციაში, პირად საუბარში ამბობენ, მაშინ როცა ციხის რესტავრაცია იწყებოდა, იყო შეთანხმება, რომ ჩვენთან რესტავრაციის საკითხში თურქული მხარე ჩაერთვებოდა, ხოლო თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის პროცესში ქართული მხარე მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, რაბათში სარესტავრაციო სამუშაოები თურქული მხარის ინტერესების გაუთვალისწინებლად დასრულდა. გასული წლის შემოდგომამდე, მას შემდეგ რაც რესტავრირებული მეჩეთი თურქული მხარის წარმომადგენელმა ნახა, თქვა, რომ არ მოეწონა. ხელისულფების შეცვლის შემდეგ კი პრემიერთან ერთად თურქეთს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესტუმრნენ, შედგა მოლაპარაკება და შეთანხმდნენ, რომ ქართული მხარე თურქული მხარის ინტერესებს გაითვალისწინებდა და პირიქით.

ახალციხის ციხის დირექტორის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ამბობს, რომ როგორც მან გადმოცემით იცის, თურქული მხარის მოთხოვნაში მხოლოდ მეჩეთის სახურავის ფერის შეცვლისა და მასზე დატანებულ სარკმლებზე გისოსების შესახებ იყო საუბარი: ”დოკუმენტის მიხედვით, სახურავი უნდა ყოფილიყო ტყვიისფერი და სარკმლებზე ჩუქურთმების ნაცვლად ყოფილიყო გისოსები”.

ჩერქეზიშვილი ამ მოთხოვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს: ” ეს წმინდა პროფესიული საკითხია და არა რელიგიური. მუზეუმში რელიგიური თემები არ იხილება, აქ მეცნიერულ საკითხებზე მუშაობენ”.

სახურავის ფერის შეცვლა პრობლემად არც სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორს ციური ლაფაჩს მიაჩნია. თუმცა, ფიქრობს, რომ ჯვრიანი ქვების გამოტანა დაუშვებლია: ”სახურავების შეცვლით არაფერი შავდება, მაგრამ აქ არის მუხლი რომლითაც სწორედაც რომ ბევრი რამ შავდება - ეს არის ჯვრიანი ქვების გამოტანა. ეს არ არის სწორი მოთხოვნა, თურქეთის მხრიდან ძალიან ხმამაღალი განცხადებაა და დაუშვებლად მიმაჩნია”. რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდან

ლაფაჩის თქმით, მეჩეთი არის ისტორიული ძეგლი და აქ იყო ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენა: ”აქ იყო როგორც ქართული, ასევე თურუქული, არაბული და სომხურენოვანი წარწერები. სარემონტო სამუშაოების დროს მათი ნაწილი გამოვიტანეთ, ნაწილი კი იმის გამო, რომ ძალიან მასიური იყო და გამოტანა ფიზიკურად შეუძლებელი გახდა, შიგნით დატოვეს”.

მისი განცხადებით, მეჩეთში ეპიგრაფიკული ძეგლების გამოფენა კიდევ მოეწყობა: ”აქ შევა ყველა აღმსარებლობის ადამიანი და ამ გამოფენას დაათვალიერებს. ეს საგამოფენო სივრცედ გამოყენებული ძეგლია”.

იმაზე, რომ მეჩეთს ახლა მხოლოდ ისტორიული ძეგლის დანიშნულება აქვს, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ნატო ყრუაშვილიც საუბრობს: ”ციხის ტერიტორიაზე აღდგა მართლმადიდებლური ტაძარიც, მაგრამ მოქმედი არც ისაა და ისევე როგორც მეჩეთი, ეს ტაძარიც მხოლოდ ისტორიული ძეგლია”.

რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდანშეგახსნებთ, რომ დღეს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საუბარია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ აპრილს სასწრაფო განხილვის წესით შესულ მთავრობის დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში სარესტავრაციო სამუშაოებს განახორციელებს.

დოკუმენტის მიხედვით, მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებული მეჩეთსა და მედრესზე გუმბათის ფერი შეიცვლება, დაბრუნდება რკინის ცხაურები და შემოწმდება სადრენაჟო სისტემაც. ამასთან, ქართული მხარე იღებს ვალდებულებას გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები.რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდან

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ეს სახიფათო ქმედებაა, რომელიც ქართველი სპეციალისტების შრომას წყალში ყრის და რასაც პრეზიდენტი არასოდეს დათანხმდება.

მანანა მანჯგალაძის განცხადებით, რამდენიმე დღეში პრეზიდენტი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. მეზობელ სახელმწიფოში სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი თემა კულტურული მემკვიდრეობის საკითხების განხილვა იქნება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურამ ოდიშარიას განცხადებით, ახალციხის მეჩეთზე შესაძლოა გუმბათის ფერი შეიცვალოს
თურქეთის კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხეს სწავლობს
რაბათში მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება
თურქული მხრიდან ისტორიული მეჩეთების რეაბილიტაციის ინტერესი არ არის – სააგენტო
საცავის ნაცვლად სარდაფში – ექსპონატების ხუთწლიანი ‘ტყვეობა’
ახალციხის ციხის ციტადელზე ხალიჩა–ფარდაგების გამოფენა მოეწყო
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ