FM97.5 / LIVE

რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.02.2019
ახალციხეში, რაბათის ისტორიული აბანოების, ასევე, სოფელ ზიკილიაში მეჩეთის სარესტავრაციო სამუშაოებს თურქეთიდან მოწვეული კონსტრუქტორები, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები და რესტავრატორები განახორციელებენ.

რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

„ოსმალური ძეგლების სპეციფიკა მათ უკეთ იციან, ოშკში კი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია საქართველოდან წასული რესტავრატორების მიერ ხორციელდება“, – ამბობს ანთიძე.

ოშკის ტაძრის რეაბილიტაცია 2018 წლის ოთხ მაისს დაიწყო. სამუშაოების დაწყებამდე საქართველოსა და თურქეთის კულტურის მინისტროებს შორის (2017 წელს) ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც ქვეყნებმა თავიანთ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის ვალდებულება აიღეს. თურქეთმა ოშკის მონასტრის კომპლექსის რეაბილიტაცია უნდა უზრუნველყოს, ხოლო საქართველომ რაბათის გუმბათოვანი აბანოებისა და ზიკილიის მეჩეთის.

რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ

რაბათის აბანოების სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, ორ წელიწადში დასრულდება. ტაო–კლარჯეთში კი ამჟამად ოშკის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს, რის შემდეგაც რეაბილიტაცია დაიწყება და სამ–ოთხ წელიწადში მონასტრი პირვანდელ სახეს მიიღებს. მიმდინარე წელს ზიკილიის მეჩეთის რეაბილიტაციის საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტიც მომზადდება.

ისტორიული ცნობების მიხედვით, ოშკის ტაძარი მეათე საუკუნის 50-60 წლებშია აშენებული. ხოლო არქეოლოგიურად შეუსწავლელი რაბათის აბანოები 17-18 საუკუნეების ნაგებობაა. ზიკილიის მეჩეთი კი სავარაუდოდ 19 საუკუნის ბოლოს, 20 საუკუნის დასაწყისშია აგებული.
რაბათში აბანოების სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველო, ხოლო ტაო–კლარჯეთში ოშკის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციას თურქეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
რაბათის აბანოების გაწმენდითი სამუშაოები იწყება
სამცხე–ჯავახეთს ნიკა ანთიძე სტუმრობს
რაბათში ძველი აბანოების გასაწმენდად 34 182 ლარი დაიხარჯება
თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ
ლიკანის კომპლექსის რეაბილიტაციაზე 771,000 ლარი დაიხარჯება
რაბათში ისტორიული აბანოების გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა