FM97.5 / LIVE

თურქეთის კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხეს სწავლობს

მთავარისაზოგადოება 22.12.2013
დღეს, 22 დეკემბერს, ახალციხის ციხეს თურქეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები სტუმრობდნენ. ისინი ციხეში არსებული თურქული არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობით დაინტერესდნენ.

თურქეთის კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხეს სწავლობს
თურქეთის კულტურის სამინისტროს რესტავრაციის სამსახურის წარმომადგენლებმა ახალციხის ციხე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაათვალიერეს. დაინტერესდნენ რა მდგომარეობაშია თურქული არქიტექტურული ძეგლები და ქართველ სპეციალისტებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

მათ მოინახულეს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთი და მედრესე. ასევე, დაათვალიერეს რაბათის დასახლებაში მდებარე ძველი აბანოებიც.

შეხვედრას, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ახალციხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალციხის ციხის დირექტორი ესწრებოდნენ.

„აინტერესებდათ ჩვენს ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ისტორიული ძეგლი, კერძოდ მეჩეთი და მედრესე. ასევე მოინახულეს აბანოები, რომელიც განლაგებულია მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოხატეს სხვადასხვა მოსაზრება, კმაყოფილება გამოთქვეს, რომ კარგად არის რესტავრირებული და შენახული, თუმცა, ამასთანავე, ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, რომელიც მომავალში იქნება გასათვალისწინებელი“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

კონკრეტულად რა შენიშვნებზეა საუბარი და უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი მეჩეთის გუმბათის ფერისა და ცხაურების შეცვლაზე დაწყებულ საუბარს, შეხვედრიდან გამოსულ არცერთ მხარეს არ დაუკონკრეტებია.

თურქეთის დელეგაციას არც შეხვედრის დაწყებამდე და არც მისი დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. ისინი ციხეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში ათვალიერებდნენ და ნაგებობებს ფოტოებს უღებდნენ.

თურქეთის კულტურის სამინისტრო ახალციხის ციხეს სწავლობს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გურამ ოდიშარიას განცხადებით, ახალციხის მეჩეთზე შესაძლოა გუმბათის ფერი შეიცვალოს
სომხეთის კულტურის სამინისტროს არაოფიციალური ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში
რაბათში მეჩეთის გუმბათი არ შეიცვლება
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ
ახალციხის ციხეს უკვე ესტუმრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი
რა უნდა შეიცვალოს და რა არა - შეფასებები ახალციხის ციხიდან
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს