FM97.5 / LIVE

ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს

მთავარისიახლე, განათლება 29.05.2017
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პარტნიორმა ქართული სექტორის სკოლებმა - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს "გენიოსები" უმასპინძლეს.

ახალციხის სკოლებმა სოფელ ხულგუმოს სამოქალაქო კლუბს უმასპინძლეს

პირველ დღეს ხულგუმოს მოსწავლეები ახალციხის ციხეს ესტუმრნენ - 26 მაისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ჩაერთვნენ. საღამოს კი, მოსწავლეთა მშობლების ხელშოწყობით ოჯახებში მომზადდა ტრადიციული ქართული და სომხური კერძები - სადაც ქართულ-სომხურ ტრადიციებს გაეცვნენ.

27 -28 მაისს ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა "ცვლილებები იწყება ჩვენგან" სალომე ღუღუნიშვილმა და ნათუკა კურტანიძემ - პროგრამის მონაწილე ქართულ-სომხური სექტორის სამოქალაქო კლუბის წევრებს პროექტის "ახალგაზრდა ჯგუფების მობილიზება ადრეული ქორწინების პრევენციისთვის“ ფარგლებში, მხატვრული ფილმი "გრძელი ნათელი დღეების" უჩვენეს.

აღნიშნული ფილმის ჩვენება პრობლემების იდენტიფიცირებისთვის გაიმართა, რის შემდეგაც პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს შორის დისკუსია მოეწყო. ფილმის ჩვენებების დასრულების შემდეგ სამოქალაქო კლუბის წევრებს, საინიციატივო ჯგუფმა მიაწოდა ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ, რაც გულისხმობს - ვიდეო რგოლების კონკურსს, რომელშიც გამოვლინდება ორი საუკეთესო ვიდეო რგოლი. ავტორები კი, ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდებიან. აღნიშნულ კონკურსში სამოქალაქო კლუბის წვერებიც ჩარეთვებიან.

დასკვნით ღონისძიებაზე ქართული და სომხური კლუბის წევრები სამ ჯგუფად დაიყვნენ და წარადგინეს ქართული, სომხური და ამერიკული ოჯახები იუმორისტული მინი-სპეკტაკლი.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, მაინც ვახერხებდით ღნისძებებში მონაწილეობას. არ ვიყავი ნამყოფი რაბათის ციხეზე, მომეწონა ნაადრევ ქორწინებაზე დისკუსია და ყველაზე საინტერესეო იყო ინტეგრირებულ ჯგუფში მუშაობა სპეკტაკლზე“, - აღნიშნა პროგრამის მონაწილემ იური დულხანიანმა.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობდა 30 მოსწავლე ქართულ და სომხური პარტნიორი საჯარო სკოლებიდან. ქართული სექტორის ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირის, ფერსის, ზიკილიისა და გურკელის საჯარო სკოლების მოსწავლეების ოჯახებმა უმასპინძლა სომხური სექტორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის 19 მოსწავლეს.

აღნიშნული გაცვლითი პროგრამის მიზანი იყო ქართულ-სომხური კულტურის გაცნობა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების დაახლოება, ასევე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალგაზრდული პროექტი ადრეული ქორწინების პრევენციისთვის
ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ სოფელ ვაჩიანში
პროგრამა ‘მომავლის თაობამ’ სამწლიანი მუშაობა შეაჯამა
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
სვირის სკოლაში თემის საჭიროებების კვლევის შედეგებზე იმსჯელეს
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართება
ქართულ-სომხური საგანმანათლებლო ბანაკი დასრულდა