FM97.5 / LIVE

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 01.06.2017
განადგურებული ხე–ხილი, მიწასთან გასწორებული ნათესები და დატბორილი სახლები. სოფელ ხეოთში სეტყვის შედეგებს ებრძვიან და დახმარებას ითხოვენ.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’

სტიქიიდან მეორე დღეს სოფელ ხეოთში ჯერ კიდევ სეტყვის სქელი ფენა დევს. გზებზე აყვავებული ხე–ხილის დამტვრეული ტოტები ყრია, ყანებში კი კარტოფილი, ხახვი, ლობიო და ქერი მიწასთანაა გასწორებული. სეტყვამ, რომელიც სოფელში ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, ადგილობრივები ლუკმა–პურის გარეშე დატოვა.

„7 000 მეტრზე მეთესა ხორბალი, თავები აქვს წაწყვეტილი. 8 000 მეტრზე კარტოფილი მქონდა, ყველაფერი მოისპო, აღარაფერი გვაქვს, ლობიო, ხახვი, ნიორი... საშინელება იყო, 30 წუთი გრძელდებოდა სეტყვა, მერე წვიმა დაიწყო“, – ამბობს ხეოთელი დოდო ინასარიძე.

ინასარიძეებს მოსავლის გარდა ის სათბური დაუზიანდათ, რომელშიც ნერგები გამოყავდათ, ოჯახის წევრები სეტყვის ნარჩენებს ეზოდან მეორე დღეა ზიდავენ: „სეტყვის სიმძიმეს ვერ გაუძლო რკინებმა და ჩაიღუნა. ასეთი არაფერი მახსოვს, 20 სანტიმეტრზე იდო სეტყვა“.

ინასარიძეების მსგავსად მოსავლის გარეშე დარჩა ნუგზარ გვრიტიშვილის ოჯახიც: „ხეებზე ეტყობა რა დღეშიც ვართ, ზამთარში რომ იყო, ისე გამოყურება“.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’
სალომე ჯვარიძე

მოსავალთან ერთად სეტყვამ სახლის სახურავი დაუზიანა 89 წლის სალომე ჯვარიძეს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს: „მოვიდნენ გამგეობიდან, სურათი გადაიღეს და წავიდნენ, სურათი მიშველის?! ნახეთ რა დღეში ვარ, როგორც გარეთ წვიმდა, ისე ჩემს სახლში“.

სეტყვისგან დაზიანებული სახურავიდან ჩამოსულ წყალს მთელი ღამის განმავლობაში ზიდავდა მარტოხელა, 68 წლის მანანა ჩოხელიც. ზამთარში თოვლის სიმძიმისგან დაზიანებული სახურავი, ახლა სეტყვამ უარეს მდგომარეობაში ჩააგდო: „ეგეთი სეტყვა არ მინახავს, 68 წლის ქალი ვარ. მთელი კედლები და ჭერი დაზიანდა, ფქვილიც დამისველდა, ოთახებში ტბასავით წყალი იდგა მთელი ღამე. გამგეობიდან იყვნენ, მითხრეს მასალას გამოგიყოფთო, მე როგორ წავიდე ტყეში, სახურავს რომ მომცემენ, სად დავაწყო?!“

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’
მანანა ჩოხელი

300 ძირი ნერგიდან მხოლოდ ტოტებია დარჩენილი ფიქრია გვირჯიშვილის ნაკვეთში: „რაც გვქონდა ყველაფერი დავთესთ, ახლა აღარც ნერგი გვაქვს და აღარც თესლი, არ ვიცით რა გვეშველება“.

ხეოთელების ნაწილს ნაკვეთები, სადაც კარტოფილი, სიმინდი და ლობიო ეთესა, ნაქირავები ჰქონდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს ქირის ფულსაც ვერ მოაგროვებენ.

„გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა, ყველაფერი მოსპო. ამ ყანების იმედზე ვიყავი. გუშინდელი დღის მერე ვტირივარ. 600 კილო კარტოფილი და 20 კილო ლობიო, მარტო იმ ოჯახს უნდა მივცე, ვინც ყანა მომაქირავა“, – ამბობს ლია ზაზაძე.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’
ლია ზაზაძე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთში ძლიერი სეტყვა გუშინ, 31 მაისს საღამოს მოვიდა და 30 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. სოფელში გუშინვე ავიდნენ ახალციხის გამგეობის წარმომადგენლები.

როგორც ადგილობრივ თვითმმართმმართველობაში აცხადებენ, სეტყვის შედეგად ადგილობრივებს ინფრასტრუქტურული ზარალი არ მიუღიათ, ხოლო ნათესების და ხეხილის ზარალს ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ აანაზღაურებს.

„ძირითადად დაზიანებულია ხეხილი და ნათესები. სპეციალისტიც იყო ასული აგრარულ საკითხებში, რამინ მარტინენკო, რომელმაც რეკომენდაციები მისცა ხალხს და დაზღვევაზე ესაუბრა. სეტყვის შედეგად სახლის სახურავები არ დაზიანებულა“, – აცხადებენ თვითმმართველობაში.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’

რამდენად უშველის დაზარალებულებს რამინ მარტინენკოს რეკომენდაციები, ძნელი სათქმელია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება სწორედ ახლა უნდათ.

„კითხულობენ დაზღვევა გაქვთო?!იმას რატომ არ კითხულობენ როგორ დავაზღვიოთ, 3 ლარს კარტოფილის თესლში ვიხდით და 1 ლარადაც ვერ ვყიდით. სარდაფი ტონობით კარტოფილით მაქვს სავსე. კახეთში რომ ეხმარებიან ,ჩვენ ხალხი არ ვართ?! არ გვინდა მათი დახმარება, რასაც ვწვალობთ და ვჯახირობთ, იმას მაინც ქონდეს ფასი“, – აცხადებს ეთერ ვეშაგური.

როგორც ადგილობრივებთან გავარკვიეთ, ხეოთში ნათესები და ხეხილი არავის აქვს დაზღვეული. შესაბამისად, მათ არც სადაზღვევო კომპანიის და არც გამგეობის დახმარების იმედი აღარ აქვთ.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’


„რამდენიმე კვირის წინ მოვიდნენ, გვითხრეს სადაზღვეო კომპანიიდან ვართო, ჩაიწერეს ვის სად რა გვეთესა და იმის მერე აღარავინ გამოჩენილა“, – აცხადებენ ადგილობრივები.

„100 პროცენტით დაზიანდა ყველაფერი საარსებო წყარო მოგვესპო, მშიერები დავრჩით“, – ჩივიან ხეოთში.

‘გაგვანადგურა, ქვა–ქვაზე არ დატოვა’ – დასეტყვილ ხეოთელებს გამგეობა რეკომენდაციებით ‘ეხმარება’

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"7–8 სანტიმეტრზე დევს სეტყვა, ყველაფერი განადგურებულია"– ხეოთში დახმარებას ითხოვენ [Photos]
სტიქია ლელოვანში – დახოცილი ფრინველი და განადგურებული ნათესები
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
‘ლობიო, კიტრი და პომიდორი მიწასთანაა გასწორებული’ – სოფელი ზველი დაისეტვა
'ჭერმის ზომის სეტყვა იყო' - ასპინძაში სტიქიამ ნარგავები დააზიანა [ფოტო]
ძლიერი სეტყვა სოფელ ანში
‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში  [ფოტო]