FM97.5 / LIVE

პრობლემური მიწათმოქმედება

მთავარიეკონომიკა 26.03.2013
ერთნაირი გადასახადი სხვადასხვა ხარისხის მიწაზე; გაუქმებული არენდა; სახელმწიფო მიწების პრივატიზაციის შეჩერება და ლაბორატორიების არარსებობა; რატომ ხდება ახალქალაქში მიწათქმოქმედება არაპრიორიტეტული.

პრობლემური მიწათმოქმედება

ახალქალაქი მთელს საქართველოშია ცნობილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით, რძისა და ხორცის პროდუქტებით, ყველაზე მეტად კი კარტოფილით, რომლის თესვაც ახლო მომავალში უნდა დაიწყოს. თუმცა ბოლო ხანებში, უფრო ზუსტად კი გასული წლის შემდეგ, არაერთი პრობლემის გამო მიწათმოქმედება არაპრიორიტეტული გახდა.

ყველაზე მთავარი ამ პრობლემებს შორის მიწის ექსპლუატაციის სირთულე, სათეს-სახნავი მიწების დაღლილობა და ავადმყოფობა, პროდუქციის რეალიზაციის სირთულე და კარანტინის საფრთხეა. თუმცა არის სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მიწათმოქმედებისადმი ინტერესზე ახდენს გავლენას.
თუ მიწათმოქმედს სახელმწიფო მიწის (დარიგებული 1,25 ჰა–ს გარდა) გამოყენება უნდა, გადასახადი უნდა გადაიხადოს. გადასახადი ყველა სათეს–სახნავ მიწაზე, მიუხედავად მისი ხარისხისა, ერთნაირია, რადგან დღეისთვის ნიადაგები გამოკვლეული არ არის.

"სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწები გადასახადით იბეგრება. არის სამი კატეგორია – სახნავ–სათესი, სათიბი და საძოვარი. სახნავ–სათეს მიწაზე დღეს გადასახადი 1 ჰა–ზე წელიწადში 50 ლარს შეადგენს. ჩვენ მიწის კადასტრი ჩატარებული არ გვაქვს, ამიტომაც 1 ჰა–ზე 50 ლარი დავადგინეთ. მაგალითად, სოფელ ვაჩიანსა და ჩამდურაში სახნავ–სათესი მიწები ძალიან ხარისხიანია, რადგან აქ ჰუმუსიანი (ფენა, რომელიც ყველაზე მეტ ორგანულ ნივთიერებას შეიცავს) ფენა ძალიან მაღალია. მაგალითად, თუ ავიღებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს, იქ კარგი მიწა ცოტაა და მოსავლიანობაც დაბალია. საჭიროა ნიადაგის გამოკვლევა, თუმცა ჩემი წყაროებით, ეს ძალიან ძვირი ჯდება", – ამბობს გამგეობის სპეციალისტი ნორაირ კაზარიანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მონაცემებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მთელი ფართობი 123,500 ჰექტარია, აქედან სასოფლო–სამეურნეო მიწა საორიენტაციოდ 98,000 ჰა–ს შეადგენს. დამუშავებულია დაახლოებით 29,000 ჰა მიწა. არის მიწები, დაახლოებით 3,600 ჰა, რომლებიც წლებია არავის დაუმუშავებია.

"ეს 3,600 ჰა მიწა უკვე დიდი ხანია არავის გამოუყენებია, ამიტომ ახლა მას სერიოზული წინასწარი დამუშავება სჭირდება", – ამბობს ნორაირ კაზარიანი.

სახელმწიფოში მიწის არენდის ცნება არ არსებობს. უბრალოდ, ადამიანი, რომელიც სახელმწიფო მიწას ამუშავებს, ისევე როგორც საკუთარზე, გადასახადს იხდის, თუმცა, დოკუმენტაციის არქონა გარკვეულ საფრთხეებს ქმნის.

"რწმუნებულებმა ფერმერებს დეკლარაციები დაურიგეს. მას შემდეგ, რაც დეკლარაციები შეავსეს, ყოველწლიურად გადასახადიც ერიცხებათ. როდესაც 1.,25 ჰა ფართობის მიწები დაარიგეს, იქ დარჩა რაღაც ნაკვეთები, რომლებიც ფერმერებს არენდით გადაეცათ. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს კანონის მიხედვით გაკეთდა ან რაიმე დოკუმენტაცია არსებობს. ფერმერი ძალიან იოლად შეიძლება დარჩეს იმ მიწის გარეშე, რომელსაც წლებია ამუშავებს, თუ სახელმწიფო მიწის გასაყიდად გატანას გადაწყვეტს", – ამბობს ექსპერტი რამაზ გოგოლაძე.

ექსპერტის თქმით, მიწების დიდი ნაწილი გაუფორმებელია, მათ შორის, მოსახლეობისთვის დარიგებული 1.25 ჰა ფართობის ნაკვეთებიც. პრივატიზებულია მთელი მიწების მხოლოდ 5%.

"დღეისთვის მიწის პრივატიზაცია არ ხდება. ეს პროცესი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, შეიძლება გქონდეს ჯამში 1 ჰექტარი მიწა 10 სხვადასხვა ადგილზე. ფერმერს 10–ჯერ მეტი ხარჯის გაწევა მოუხდება. ერთი ნაკვეთის პრივატიზაცია დაახლოებით 50 ლარი ჯდება, მაგრამ თუ ეს მიწები 10 სხვადასხვა ადგილზეა, ხარჯი 500 ლარს მიაღწევს, ამის საშუალება კი ფერმერებს არ გააჩნიათ. არჩევნებამდე ახალციხეში უფასოდ გაფორმება დაიწყეს, მაგრამ ფერმერებმა პრივატიზაციის გაკეთება ვერ მოასწრეს", – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

არის სხვა პრობლემაც. დიდი ხნის განმავლობაში ექსპლუატაციაში მყოფი მიწა იღლება და შესაბამისი განოყივრება და მოვლა ესაჭიროება, თუმცა ამისთვის აუცილებელია ფერმერმა იცოდეს, რა ნივთიერებები არ ყოფნის მიწას და რა ვირუსებია მასში. ამ საქმეს კი ლაბორატორია სჭირდება.

"ხალხი ფულს ხარჯავს და სასუქს ყიდულობს, ანოყივრებენ აზოტით. ხარჯი იგივეა. შეიძლება მიწას სხვა მინერალები და სასუქი დავაყაროთ, რომელიც მიწასაც ჭირდება და კარტოფილსაც. ფერმერებში მხოლოდ აზოტით განოყივრებაა მიღებული. ანალიზის შემდეგ შეიძლება მიწაში აზოტის სიჭარბეც კი დაფიქსირდეს. პირველი პრობლემაა, რომ ანალიზის ადგილზე ჩასატარებლად ლაბორატორია არ არის და თბილისში წაღება კიდევ დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ის ხომ საკმაოდ შორსაა", – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

ექსპერტის აზრით, მოსახლეობამ შეიძლება მიწა წელსაც დაამუშავოს, რადგან მთავრობა მათ ვაუჩერებით დახმარებას დაპირდა. თუმცა მისი თქმით, თუ წელსაც პროდუქცია საწყობებში დალპება, სამომავლოდ დამუშავებული მიწის ფართობი შემცირდება.

"წელს ძალიან ხშირად მთავაზობენ მიწებს. კარტოფილის გაუფასურების გამო ფერმერებს მისი მოყვანა აღარ უნდათ. თუ ადრე კერძო პირს მიწას არენდით 1000–1500 ლარად აძლევდნენ, ახლა შეგიძლია 100–200 ლარად აიღო. ბოლო 10–15 წლის განმავლობაში მსგავსი ზარალი არ ყოფილა", – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

მისი თქმით, ბოლო ხანებში მთავრობის დაინტერესება სოფლის მეურნეობით გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 80% სოფლის მეურნეობას ეწევა და ამის გამო ქვეყანაში სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ბევრი ინვესტიცია შემოვიდა, მაგალითად, 40 მლნ ევროკავშირიდან.

"როდესაც კარტოფილს ფასი ჰქონდა, მიგრაციაც შემცირდა, რადგან ხალხმა კარტოფილის მოყვანა დაიწყო. ამ ეტპაზე სიტუაცია უარესობისკენაა შეცვლილი. ხალხი ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს", – ამბობს რამაზ გოგოლაძე.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სად შეუძლიათ ფერმერებს მიწის ანალიზის უფასოდ ჩატარება
კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ
ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
‘ფერმერები 1 ჰა მიწის ნაკვეთზე 200 ლარს მიიღებენ’ - პრემიერი
სად კეთდება მიწის ანალიზი უფასოდ – ინფორმაცია ფერმერებს
ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ