FM97.5 / LIVE

ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ

მთავარიეკონომიკა 27.03.2013
სოფელ ბოლაჯურის მოსახლეობა "სოფლის მეურნეობის კორპორაციას" 30 ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობს ედავება.

ბოლაჯურში მიწის დაბრუნებას ითხოვენ

სადაო მიწა

სახნავ-სათესი ფართობი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში მცხოვრებლები "სოფლის მეურნეობის კორპორაციას" ედავებიან, 30 ჰექტარს მოიცავს. კორპორაციას, ამ ტერიტორიაზე, ორი წელიწადია, "ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი" აქვს მოწყობილი და მოყვანილ ბოსტნეულს ადგილზე, შეღავათიან ფასებში ყიდის.

ადგილობრივებსა და კორპორაციას შორის დავა ახლახანს დაიწყო. ბოლაჯურში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ სახნავ-სათესს 10 წელიწადი თვითონ ამუშავებდნენ და მის დათმობას არ აპირებენ. ადგილობრივებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ გაჩერებას მაინც არ აპირებენ.

ადგილობრივებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ბოლაჯურში მცხოვრებლებმა სახნავ-სათესი ფართობის დაბრუნების მიზნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.
განცხადებას უკვე 250 ოჯახი აწერს ხელს.

- "ათი წელიწადია მიწებს ჩვენ ვამუშავებთ, ახლა კი სხვები დაეპატრონენ. სოფელში ხელმოწერებს აგროვებენ და ხელი მეც მოვაწერე. არცერთ ოჯახს არ აქვს სრული ნორმა, გლეხმა სოფელში მიწის გარეშე როგორ უნდა იცხოვროს?"- კითხულობს ბოლაჯურში მცხოვრები ოთარ ცუხიშვილი.

ადგილობრივებმა იციან, რომ მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა. მაგრამ, იმ მოტივით, რომ ბოლაჯურში მიწები საკმარისად არავის აქვს, ეს ნაკვეთი კი მათ ტერიტორიაზე მდებარეობს, მასზე უარის თქმას არ აპირებენ.

- "8200 მეტრი მიწა მაქვს, ოჯახი გამეზარდა და საკმარისი არ არის. რა ვაჭამო ჩემს შვილებს?! წავიდნენ და საცდელი ახალციხეში გააკეთონ. მერე რა რომ სახელმწიფოს საკუთრებაა, მიწა ჩვენს ტერიტორიაზეა და ჩვენ გვეკუთვნის. ბევრს მივმართეთ, მაგრამ გულთან არავინ მიიტანა, გამგებელიც იყო და დეპუტატიც, გუბერნიიდანაც იყვნენ. შეგვპირდნენ, მაგრამ ჩვენს ჩუმად მერე ვიღაც ორგანიზაციამ აიღო", - ამბობს გიორგი ქიმაძე.

მიწის დაბრუნების მოთხონით ხელმოწერებს ადგილობრივი ოთარ ქიმაძე აგროვებს. სად მიიტანენ ხელმოწერილ განცხადებას ზუსტად არ იციან. ქიმაძე ამბობს, რომ რადგან ადიგენის ხელისუფლებაში ისევ "ნაციონალები" არიან, დახმარების თხოვნას აზრი არ აქვს.

- "ხალხი ამბობს ფინანსთა სამინისტროში უნდა შევიტანოთ განცხადება, რომ კომპანიას დაფინასება შეუწყვიტონო. ნაწილი ამბობს, რომ შევიჭრათ და გავინაწილოთ როგორც ადრე გვქონდაო. ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ მივმართავთ. გვყავს შტაბის უფროსი ლობჯანიძე და დახმარება მას ვთხოვეთ", - ამბობს ქიმაძე.

სოფელი სასამართლოში ჩივილს აპირებს

ბოლაჯურში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიწების დათმობის სანაცვლოდ კორპორაცია სოფელს მოყვანილი პროდუქციის თესლის უფასოდ დარიგებას დაპირდა. თუმცა, პირობა არ შეასრულეს.

- "გვითხრეს, რასაც მოიყვანდნენ, თესლი ჩვენთვისაც უნდა მოეცათ და მოგვეჯიშებინა, მაგრამ კარტოფილის თესლს 45 თეთრი დაადეს,რაც ძალიან ძვირია. მართალია საცდელში დასაქმებულები ვიყავით, მაგრამ გვირჩევნია, ჩვენი მიწები დაგვიბრუნონ. მშრომელი ხალხი ვართ და მოსავალს ჩვენ თვითონ მოვიყვანთ",- ამბობს ბესკ ბაღდოშვილი.

ბაღდოშვილის მსგავსად, მიწის დაბრუნებას ითხოვს თანასოფლელი გელა ჩხიტუნიძეც.

- "ვითხოვთ ჩვენი მიწის დაბრუნებას, საჯარო რეესტრში სოფელს აწერია და რატომ წაგვართვეს გაურკვეველია. ამ კორპორაციამ 150 ტონამდე ხახვი გააფუჭა, არც თვითონ მოიხმარეს და არც ჩვენ მოგვცეს, ისე ჩაალპეს მიწაში. ახლა დამპალ ხახვს სოფლის პირუტყვი ჭამს და იწამლება",- ამბობს იგი.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კორპორაციას სასამართლოში უჩივლებენ.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბოლაჯურში მიწების დასაბრუნებლად ხელმოწერები გროვდება
ბოლაჯურის მოსახლეობას ”ოცნების”დახმარების იმედი აქვს
”მიწა, რომელსაც ბოლაჯურის მოსახლეობა ითხოვს სამინისტროს საკუთრებაა”
ფარავნის მცხოვრებლები მიწების დაბრუნებას ითხოვენ
წნისელები თავდაცვის სამინისტროს მიწის ნაკვეთების მითვისებაში ადანაშაულებენ
ასპინძელებს სადაო მიწის ნაკვეთს არც ათმობინებენ და არც უკანონებენ
სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ