FM97.5 / LIVE

სად შეუძლიათ ფერმერებს მიწის ანალიზის უფასოდ ჩატარება

მთავარიეკონომიკა 24.03.2016
სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს მიწის გამოკვლევა უფასოდ შეუძლიათ. რატომ არის აუცილებელი მიწის ანალიზის ჩატარება და ვის უნდა მიმართონ დაინტერესებულმა პირებმა.

სად შეუძლიათ ფერმერებს მიწის ანალიზის უფასოდ ჩატარება

იმისათვის რომ ფერმერმა უკეთესი მოსავალი მიიღოს, მიწის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთებაა აუცილებელი. ანალიზის ჩატარება შემოდგომასა და ადრე გაზაფხულზეა სასურველი.

დაინტერესებულმა ფერმერმა ანალიზის ჩასატარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უნდა მიმართოს. გარდა აღნიშნულისა, ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი ნინოწმინდის, ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძის,ადიგენისა და ბორჯომის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურებში.

„ფერმერმა ნაკვეთში 5–6 ადგილზე უნდა აიღოს მიწა 0. 30 სმ სიღრმიდან და ჩვენთან უნდა მოიტანოს. ანალიზის პასუხი 3 სამუშაო დღეში იქნება“, – ამბობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, აგროქიმიკოსი ლიანა თედორაძე.

მისი თქმით, ფერმერებს საშუალება ექნებათ გაიგონ თავიანთი ნაკვეთის ხარისხობრივი მაჩვენებელი: „ნიადაგის მჟავიანობას ვსაზღვრავთ. ასევე მნიშვნელოვანია სამი ელემენტის აზოტის, ფოსფორის, კალიუმის შემცველობის დადგენა. ამის შემდეგ ეცოდინებათ რა ოდენობის სასუქი უნდა შეიტანონ და რომელი ძირითადი საკვები ელემენტი აკლია ნიადაგს. ამით ზედმეტ დანახარჯებსაც აიცილებენ თავიდან“.

ამ დრომდე ლაბორატორიით 70–მდე ფერმერმა ისარგებლა.

„ამ ეტაპზე 3 000 ანალიზისათვის საჭირო რეაქტივები გვაქვს. ლაბორატორია USAID-ის დაფინანსებით ერთი წლის წინ გადმოგვეცა, შეგვპირდნენ, რომ რეაქტივების გამოლევის შემთხვევაში კიდევ მოგვიტანენ“, – ამბობს ლიანა თედორაძე.

მისი თქმით, ფერმერებს აღნიშნული ლაბორატორიის შესახებ მწირი ინფრომაცია აქვთ და ამიტომ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად მართავენ.

მიწის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრთან არსებულ ლაბორატორიაშიცაა შესაძლებელი, თუმცა აქ ფერმერს ერთი ანალიზის ჩატარებისთვის 50 ლარის გადახდა მოუწევს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ფერმერებს ნიადაგის გამოკვლევას სთავაზობენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნიადაგი უფასოდ გამოიკვლიეს
სად კეთდება მიწის ანალიზი უფასოდ – ინფორმაცია ფერმერებს
ახალციხეში  ნიადაგის კვლევის ლაბორატორია გაუქმდა
ახალციხის “ცხელების ცენტრიდან” ლუგარში გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია
ახალციხის კლინიკაში მყოფი 2 პაციენტის ანალიზის პასუხი ცნობილია
ვის უნდა მიმართონ ფერმერებმა საწვავის ვაუჩერის მისაღებად