FM97.5 / LIVE

ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ

მთავარიეკონომიკა 19.02.2014
ფერმერები „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად, პროექტისადმი მიდგომები უნდა შეიცვალოს.

ფერმერები საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში მცხოვრებ როლანდ გოგოლაძეს 50 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს. როლანდი მცირემიწიან ფერმერად ითვლება და შესაბამისად, „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ერთ-ერთი ბენეფიციარია. ისე როგორც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 9714 ბენეფიციარს, წელს მას სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათიც ეკუთვნის და აგრობარათიც. თუმცა, სახელმწიფოს დახმარების საჭიროებას ვეღარ ხედავს.

„ნამდვილად აღარ მჭირდება სახნავი ბარათი, მიწები ჯერ კიდევ შემოდგომით დავამუშავე, სახელმწიფოს ვერ დაველოდებოდი, საქმე მიფუჭდებოდა“, - ამბობს იგი.

როლანდ გოგოლაძეს ეთანხმება სოფელ მინაძეში მცხოვრები არკადი გოგოლაძეც. მისი თქმით, გაზაფხულზე დამუშავებული მიწა ნაკლებადმოსავლიანია: „გაზაფხულზე მოხნულ მიწას კიდევ რამდენჯერმე სჭირდება დამუშავება, რომ კარგი მოსავალი მიიღო. შემოდგომით კი ერთხელ თუ მოხნავ, მერე შეიძლება აღარც მოხნა. ბუნება თავისას შვება, თოვლი და წვიმა ნიადაგს აფხვიერებს“.

ფერმერები ფიქრობენ, რომ დახმარება რეალური და გაცილებით ეფექტური რომ იყოს, პროექტის დაწყების ვადები უნდა გადაიხედოს. სასოფლო-სამეურნეო ბარათები გასულ, 2013 წელსაც გაზაფხულზე დარიგდა. დარღვეულ ვადებზე ფერმერები გასულ წელსვე ალაპარაკდნენ, მაგრამ ამ მიმართულებით წელს არაფერი შეცვლილა.

მართალია, 2013 წელს მიღებულ მოსავლის რაოდენობას 2012 წელს თუ შევადარებთ, მაჩვენებელი ნამდვილად გაზრდილია (რაზეც „სამხრეთის კარიბჭე“ გასულ ნომერში წერდა), თუმცა, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ეს პროგრამის 100-პროცენტიან ეფექტურობას არ ნიშნავს და საბოლოოდ, პროგრამის მთავარ მიზანს, სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვერ წაადგება.

„ხვნის ბარათები გასულ წელსაც გვიან დაარიგეს და წელსაც ანალოგიურად ხდება. გლეხების 90 პროცენტს მიწები უკვე დამუშავებული აქვს, აღარ სჭირდება. სახელმწიფო მაინც ხარჯავს გარკვეულ თანხას და არ სჯობს ბარათების დარიგების დრო სწორედ განისაზღვროს?!“ - ამბობს ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კოორდინატორი სამცხე-ჯავახეთში მურადი გოგოლაძე.

კიდევ ერთი ხარვეზი, რაზეც ფერმერები საუბრობენ, პროგრამის ბენეფიციარების განსაზღვრის და შესაბამისად, ბარათების გადანაწილების პრინციპია.

„ბარათების დარიგების პრინციპი რომ შეიცვალოს, ძალიან კარგი იქნება. სახნავ ბარათებს ის პიროვნებებიც იღებენ, რომლებიც რელურად ქალაქში ცხოვრობენ და მიწებს არასოდეს ამუშავებენ. ჯობია მათთვის გამოყოფილი თანხა იმ გლეხებზე გადანაწილდეს, ვინც მართლა ამუშავებს მიწას“, - ამბობს არკადი გოგოლაძე.

ფერმერებს პროექტის დადებით მხარედ მიაჩნიათ ის, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს აგრობარათებზე არსებული შეზღუდვა მოიხსნა. თუ გასულ წელს ფერმერს ყველაფერი ერთ მაღაზიაში უნდა შეეძინა, წელს მათ არჩევანის საშუალება ეძლევათ. თუმცა, მათ ნაწილს არ მოსწონს ის შეზღუდვა, რომ გასული წლისგან განსხავებით წელს აგრობარათით აგროტექნიკას ვეღარ შეიძენენ. უკმაყოფილებას იწვევს სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე შემცირებული დაფინანსებაც.

„შარშან ისედაც მიზერული თანხა იყო გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე და წელს ეს თანხა კიდევ შეამცირეს. გარდა ამისა, შარშან სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის შეძენაც შეგვეძლო, წელს კი ბარათით მხოლოდ სათესლე მასალის, შხამქიმიკატების და სასუქის აღება შეგვიძლია“, - ამბობს როლანდი გოგოლაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე დაფინანსების შემცირებას იმით ხსნის, რომ გასულ წელს პროექტი ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან დაფინანსდა, წელს კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მურადი გოგოლაძე კი ამბობს, რომ როდესაც გლეხს ან ფერმერს დახმარება უნდა დ ხედავს, რომ თანხა შემცირდა, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რატომ შემცირდა დაფინანსება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ წელს სასოფლო - სამეურნეო ინვენტარის შეძენაზე, დაახლოებით 53 მილიონი ლარი დაიხარჯა. წელს კი გლეხებს ინვენტარის შეძენა აღარ სჭირდებათ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს საგაზაფხულო პროექტის ფარგლებში 710,479 ბენეფიციარმა მიიღო 195,551,811 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი (კომბინირებული ბარათი - ნიადაგის ხვნის და დადისკვის სამუშაოებისთვის; ნომინალური ბარათი - სასოფლო სამეურნეო საქონლის მისაღებად). პროექტის ფარგლებში 207, 326 ჰექტარი მიწის ნაკვეთი მოიხნა. სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიმწოდებლების და სამუშაოს შემსრულებელი კომპანიების მიერ, ჯამში, განაღდებულია 190,120,332 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი, საიდანაც 166,061,203 ლარი მოდის ნომინალურ, ხოლო 24,059,129 ლარი- ნიადაგის ხვნისა და დადისკვის სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე.

წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს, რისთვისაც ჯამში 90.000.000 ლარამდეა გამოყოფილი.
სამცხე-ჯავახეთში გასულ წელს სასოფლო-სამეურნეო ბარათი 8930-მა ბენეფიციარმა მიიღო. წელს კი ბარათს, ამ დროინდელი მონაცემებით, 9714 ბენეფიციარი მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ბარათების მისაღებად დამატებითი სიების ვადა გახანგრძლივდა და სასოფლო-სამეურნეო ბარათების მისაღებად დამატებით სიებში მოხვედრის შანსი ბენეფიციარებს თებერვლის ბოლომდე აქვთ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი" დაიწყო
ბორჯომმა 2643 სასოფლო–სამეურნეო ბარათი მიიღო
სამეურნეო ბარათების მისაღებად დამატებითი სიების ვადა გახანგრძლივდა
ახალციხეში ხვნის ბარათებით წელს 300 ფერმერით მეტი  ისარგებლებს
პირველი მარტიდან სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგება დაიწყება
ცვლილებები მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტში
სასოფლო-სამეურნეო ბარათს ყველა ბენეფიციარი ვერც  წელს მიიღებს