FM97.5 / LIVE

სადავო შენობა ხუთი ვეტერანის ოჯახმა დატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 25.05.2017
ახალციხეში, ყოფილი სკოლის შენობაში მხოლოდ 4–მა ოჯახმა გამოიზამთრა; ხუთ ოჯახს კი სადავო ბინები დაკეტილი აქვს და აქ აღარ ცხოვრობს;

სადავო შენობა ხუთი ვეტერანის ოჯახმა დატოვა
ვეტერანების საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურება. ამ დრომდე გადაჭრით გადაწყვეტილი არ არის ვეტერანები სააპელაციო სასამართლში გაასაჩივრებენ თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, თუმცა ასეც რომ იყოს აქ ალბათ 9 ვეტერანის ოჯახის ნაცვლად 4 იდავებს. შენობაში ამ დროისთვის მხოლოდ 4 ოაჯხი დარჩა.

„დაკეტილი აქვთ ოთახები და წასულები არიან. ალბათ აღარ იდავებენ ჩვენთან ერთად“, – ამბობს სადავო შენობაში დარჩენილი ოთხი ოჯახიდან ერთ–ერთის დიასახლისი მაია გიორგაძე.

მისი თქმით, აქ ყველაზე რთული ზამთრის გატანა იყო. ამ მძიმე დღეებს კი ავარიულ შენობაში მხოლოდ ოთხმა ოჯახმა გაუძლო. როგორც აქ მყოფები გვიხნიან დღეს პეტრე იბერის N17-ში მხოლოდ გენადი მსხვილიძის, ბესო კაპანაძის, სპარტაკ სეთურიძის და გიორგი მიქელაძის ოჯახები ცხოვრობენ.

„თავშესაფარი ჰქონდათ და წავიდნენ. ჩვენ არსად წასასვლელი არ გვაქვს“, – ამბობს გენადი მსხვილიძის მეუღლე შუშანა კოპაძე.

"მართლა არსად გვაქვს წასასვლელი, თორემ აქ არავინ გაჩრდებოდა, ომის ვეტერანი ორი შვილი მყავს, ნუთუ არ გვეკუთვნის სადმე სულ პატარა თავშესაფარი?!' – კითხულობს გიორგი მიქელაძის დედა რიტა მიქელაძე.

ვეტერანები აცხადებენ, რომ შენობის იძულების წესით დატოვების შემთხვევაში, ასევე იძულებით ქალაქში სხვა ფართის დაკავება მოუწევთ.

„შეგვასახლონ „პაგრანატრიადში“, თუ თვითონ არ იზამენ ამას მაშინ ჩვენ შევალთ. არ დავეძებთ როგორი გარემოა იქ, ნაკლები არც აქ გვაქვს თავზე გვაწვიმს. ორი ღამე არ მიძინია, თაგვი მაცოცდება ხელზე“, – ამბობს ინგა სეთურიძე.

აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ კონკრეტულად სკოლის ყოფილ შენობაზე პრეტენზია არ აქვთ: „უბრალოდ თავშესაფას ვითხოვთ. არ ვაპირებთ ეს წავართვათ იმას ვისიც არის. რაღაცით დაგვაკმაყოფილონ“.

ავარიულ კოპრუსში სადაც არანაირი კომუნიკაცია და საცხოვრებელი პირობა არ არის 9 ბავშვი ცხოვრობს.

"სამხრეთის კარიბჭე" ვერცერთ მათგანს, ვინც შენობა დატოვა ვერ დაუკავშირდა.

რამდენ ხანს დაყოფს აქ დარჩენილი 4 ოჯახი უცნობია. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უკვე გადაწყვიტა, რომ მათ შენობა უნდა დაცალონ. გასაჩივრების საკითხი კი ჯერ გადაწყეტილი არ არის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ვეტერანები: ‘შენობის დასატოვებლად ერთი თვე გვაქვს, სად უნდა წავიდეთ არ ვიცით’
სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო