FM97.5 / LIVE

ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 14.12.2017
ახალციხეში, სკოლის ყოფილ შენობაში შესახლებული ვეტერანების საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ჭიანურდება. შესაბამისად, ვეტერანები ამ ზამთარსაც სადავო შენობაში გაატარებენ;

ვეტერანები წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვეტერანების საქმის განხილვა სექტემბერში დაიწყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე ვერ სრულდება. ამ ხნის განმავლობაში არაერთი პროცესი სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. სასამართლოში ვერც 13 დეკემბერს შედგა სხდომა. ამჯერად პროცესზე ვეტერანების უფლებების დამცველი კახა მათოშვილი არ გამოცხადდა.

„ვფიქრობ, რომ ეს ფანდია, ასე დროის გაჭიანურება უნდათ“, – ამბობს მესამე მხარის, სამცხე–ჯავახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი ეკა აბაშიძე.

რაც უფრო დიდხანს დარჩებიან ყოფილი სკოლის შენობაში უნებართვოდ შესახლებული ვეტერანები, ეს მათთვის უკეთესი რომაა, ამაზე თავად ვეტერანებიც საუბრობენ. გამოზამთრება ავარიულ კორპუსში ოთხ ოჯახს მოუწევს. აქ გასული წლის შემოდგომაზე შესახლებული ცხრა ოჯახიდან, მხოლოდ ოთხი დარჩა.

„ალბათ არ იყვნენ ჩვენსავით გაჭირვებულები და წავიდნენ. თუ არ გიჭირს და სხვა თავშესაფარი გაქვს, ამ შენობაში ვერ გაჩერდები. ტუალეტი შიგნით არაა და წყალი, მცირეწლოვანი შვილები მყავს და გარეთ ცივდებიან“, – ამბობს ერმინე ცეცურიანი.

გასული ახალი წლისგან განსხვავებით, წელს დღესასწაულს ვეტერანები სანთლის შუქზე აღარ შეხვდებიან. როგორც ცეცურიანი ამბობს, ელექტროენერგია ოთხივე ოჯახმა ორი თვის წინ შეიყვანა: „შარშან სანთლები და ლამფები გვენთო, წელს ასე აღარ იქნება“.

მიმდინარე წლის ბოლომდე ვეტერანები სკოლის ყოფილ შენობაში იქნებიან, რადგან სააპელაციო სასამართლოში სხდომა რომელზეც შესაძლოა მათი გამოსახლების საკითხი გადაწყდეს 17 იანვარს ჩაინიშნა. თუმცა, ამ პროცესზე შესაძლოა ვეტერანებს ადვოკატი აღარ ჰყავდეთ. კახა მათოშვილი ამბობს, რომ ოთხი ოჯახიდან ერთ–ერთმა მას საადვოკატო მომსახურების თანხა ვერ გადაუხადა.

შეკითხვაზე, ამის გამო იგი მომავალ სხდომაზე მხოლოდ იმ ერთი ოჯახის დაცვაზე იტყვის უარს, თუ პროცესზე საერთოდ აღარ გამოვა, გვპასუხობს: „ყველაფერი ურთიერთკავშირშია, დაველოდოთ რამდენად გადაიხდიან“.

მისივე თქმით, ეს იყო ერთ–ერთი მიზეზი სხდომაზე გამოუცხადებლობის: „ასევე, გუშინ იგივე დროს სხვა პროცესი მქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში“.

ვეტერანები აცხადებენ, რომ მათ მათოშვილის იმედი აქვთ.

„კახას შეცვლას ჩვენ არ ვგეგმავთ. გვერდში დაგვიდგება იმედია“, – ამბობს ინგა ზაზაძე და ამატებს, რომ მის ოჯახს გარდა ამ შენობისა სხვა თავშესაფარი არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები მერიას თავშესაფარს სთხოვენ
ვეტერანები  უზენაეს სასამართლოში ჩივიან
სასამართლომ  ვეტერანების გამოსახლების გადაწყვეტილება მიიღო
ვეტერანები ამ წელსაც სადავო შენობაში გამოიზამთრებენ
ახალციხის მერი: ‘არ გვაქვს ფართი, რომ ვეტერანებს თავშესაფარი გამოვუყოთ’
ვეტერანების საქმის განხილვა დასრულდა