FM97.5 / LIVE

ვინ უნდა გამოყოს თანხა მოხეში მეჩეთის ასაშენებლად

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.05.2017
„მოხეს კომისიის“ გადაწყვეტილების მიხედვით, მოხეში მეჩეთი სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით აშენდება; ერთ–ერთ სახელმწიფო უწყებად ადიგენის გამგეობა სახელდება, თუმცა ბიუჯეტში ამისთვის მიმდინარე წელს თანხა არ არის.

ვინ უნდა გამოყოს თანხა მოხეში მეჩეთის ასაშენებლად
ადიგენში, სოფელ მოხეში მეჩეთი მუსლიმთა სამმართველოსა და სახელმწიფოს დახმარებით ერთობლივად აშენდება. ეს გადაწყვეტილება 11 მაისს „მოხეს კომისიამ“ მიიღო.

დასავლეთ საქართველოს მუფთი და ე.წ. მოხეს კომისიის ერთ–ერთი წევრი ბეგლარ ქამაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ აქ სამუშოები უახლოეს 10–15 დღეში დაიწყება. მისი თქმით, პირველადი ღონისძიებებისთვის ფულს სამუფთო სამმართვლო გამოყოფს: „მერე იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფოც დაგვეხმარება“.

შეკითხვაზე, ეს მხოლოდ იმედია, თუ კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა განხორციელდეს, ქამაშიძე გვპასუხობს: „ალბათ დაგვეხმარება სახელმწიფო, ადიგენის გამგეობა, გუბერნია. ტექნიკასაც მოგვაშველებენ, თორემ მის აშენებას მხოლოდ სამუფთო სამმართველო ვერ შეძლებს“.

კონკრეტულად რომელი სახელმწიფო უწყება იგულისხმება, როცა სახელმწიფოს მხრიდან დახმარებაზე საუბრობენ, ამაზე ზუსტი პასუხი არც ამავე კომისიის ხელმძღვანელს და რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს ზაზა ვაშაყმაძეს აქვს: „მუსლიმთა სამმართველო მთავრობის დადგენილების საფუძველზე ღებულოს გარკვეულ კომპენსაციას, ალბათ ეს იქნება. ნაწილით ბუნებრივია სახელმწიფო დაეხმარება, ეს შეიძლება იყოს სამშენებლო მასალა, ტექნიკა. აქ ალბათ თავისთავად იგულისხმება ადგილობრივი ხელისუფლება და სამხარეო ადმინსიტრაცია“.

რას გეგმავს ამ თვალსაზრისით ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა უცნობია. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან, რომელიც ასევე მოხეს კომისიის კომისიის წევრიცაა დაკავშირება ვერ შევძელით. გამგეობაშუ გვითხრეს რომ იგი სამსახურში არ იმყოფება, სატელეფონო ზარებზე კი არ გვიპასუხა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ეთერ ლობჯანიძე კი ამბობს, რომ ამბავს ვერ გაგვირკვევს, თავად კი ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„არ ვფლობ ინფორმაციას“, – აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილიც.

ადიგენის საკრებულოში კი გვიხსნიან, რომ ბიუჯეტში მეჩეთის მშენებლობისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის.

„ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა არც გვქონია შეტანილი ამისთვის, და ვერც შევიტანთ, რადგან საშუალება არ არის. დამატებით სუბსიდიას თუ გადმოგვცემენ, მერე შესაძლებელია. ამ დრომდე მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით თანხის გამოყოფის ან რაიმე საკითხთან დაკავშირებით საკრებულოში არაფერი შემოსულა“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე.

მიუხედავად მისი განცხადებისა, კომოსიის წევრები ირწმუნებიან, რომ ერთ–ერთი სახელწმიფო უწყება, რომელმაც თანხის მობილიზება უნდა შეძლოს ადიგენის ადგილობრივი თივთმმართველობაა, მშენებლობა სწრაფად უნდა დაიწყოს და ამ პროცესში სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინსიტრაციაც ჩაერთვება.

სამხარეო ადმინისტრაციაში კი ისევე როგროც ადიგენის გამგეობაში ამ დროისთვის თანხა მეჩეთის დასაფინანსებლად არ აქვთ.

„ჩვენ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, ან სოციალური პროექტებისთვის თანხები არ არის. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სახლემწიფოს მხრიდან სახსრები იქნება გამოყოფილი, მაგრამ კონკრეტულად ეს რომელი უწყება იქნება, რელიგიის სააგენტო თუ რომელიმე სხვა, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, ჯერ არც თანხის ოდენობაა განსაზღვრული. თუმცა, ასეც რომ იყოს თანხას რომელი უწყება გამოყოფს გუბერნიის ან ადიგენის გამგეობისთივს გარკვეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ მუშაობა 11 მაისს დაასრულა. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობა სადავო სტატუსით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. სოფელში კი ახალი მეჩეთი აშენდება.

მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას ადგილბორივი ქრისტიანი თემი ეთანხმება, მუსლიმების თითქმის სრული უმრავლესობა კი აპროტესტებს და ლოცვის გაგრძელებას კვლავ ღია ცის ქვეშ აპირებს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
„მოხეს კომისიის“  წევრები ადგილობრივებს  მაისის ბოლოს შეხვდებიან
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
„მოხეს კომისიის“  წევრების შეხვედრა ადგილობრივებთან გადაიდო
მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
მუსლიმი მრევლი  კომისიის გადაწყვეტილებაზე: ‘ეს სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაა’
TDI: "მოხეს კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია"