FM97.5 / LIVE

„მოხეს კომისიის“ წევრების შეხვედრა ადგილობრივებთან გადაიდო

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.05.2017
ე.წ. მოხეს კომისიის წევრები, კომისიის მიერ მღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მოხეში მცხოვრებლებთან შეხვედრას მაისის ბოლოს აღარ გამართავენ.

„მოხეს კომისიის“  წევრების შეხვედრა ადგილობრივებთან გადაიდო
შეხვედრის ჯერ–ჯერობით გაუკრვეველი ვადით გადაწევის მიზეზი მუფთის ბეგლარ ქამაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. როგორც ქამაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამჟამად იგი შეუძლოდაა.

„შეუძლოდ ვარ, ამიტომ ჯერ არ დაგვიგეგმავს შეხვედრა როდის შედგება“, – ამბობს ქამაშიძე.

მოხეს კომისიის წევრები, ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მრევლთან დაანონსებული შეხვედრის ჩატარებას ქამაშიძის საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავდნენ. სავარაუდო თარიღად მაისის ბოლოს უთითებდნენ.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ვარაუდობს, რომ დაგეგმილი შეხვედრა ივნისის დასაწყისში შედგება, თუმცა ამბობს, რომ ეს დამოკიდებული ქამაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მოხეს კომისიამ მუშაობა 11 მაისს დაასრულა. აღნიშნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სადავო შენობა სადავო სტატუსით ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. სოფელში კი ახალი მეჩეთი აშენდება.

მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას ადგილბორივი ქრისტიანი თემი ეთანხმება, მუსლიმების თითქმის სრული უმრავლესობა კი აპროტესტებს და ლოცვის გაგრძელებას კვლავ ღია ცის ქვეშ აპირებს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მოხეს კომისიის“  წევრები ადგილობრივებს  მაისის ბოლოს შეხვდებიან
მოხეში მეჩეთის მშენებლობა დაიწყო
მოხეს მუსლიმი თემი ღია ცის ქვეშ ლოცვას აგრძელებს
მოხეში ახალი მეჩეთი აშენდება
‘მოხის კომისიის’ სხდომა გადაიდო
ვინ უნდა გამოყოს თანხა მოხეში მეჩეთის ასაშენებლად
კვირის აქცენტი: 'მოხეს კომისიის' სადავო გადაწყვეტილება [Video]