FM97.5 / LIVE

სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ

მთავარი 25.03.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ექთნების დამატებას ითხოვენ. ამის შესახებ სოფლის რწმუნებულებმა ორშაბათის ტრადიციულ თათბირზე ისაუბრეს

სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებმა და სამსახურის უფროსებმა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს. რწმუნებულების თქმით, რამდენიმე სოფელს ერთი ექიმი და ექთანი ემსახურება. რაც მოსახლეობას პრობლემას უქმნის. ზოგიერთ სოფელში კი ექთანი საერთოდ არ ჰყავთ.

სოფელ პამაჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის კარლენ კარახანიანის თქმით, სოფელში არსებულ ამბულატორიაში არც ექიმი და არც ექთანი არ ჰყავთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე ამბობს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება აუცილებელია.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ფატი ხაბულიანის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დიარეის შემთხვევებმა იმატა. წინა წლებთან შედარებით მიმდინარე წელს დაავადების ათჯერ მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დაავადების გამომწვევი მიზეზები ჯერ გამოვლენილი არაა.

დღევანდელ თათბირზე სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარიგებაზეც ისაუბრეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსის ზაზა ხუციშვილის თქმით, ვაუჩერების დარიგება ორ დღეში დაიწყება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები სოფლის რწმუნებულებს შეხვდებიან და ვაუჩერების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოუსმინა
ტრადიციული თათბირი ტრადიციული პრობლემებით
ვაუჩერების მორიგი აქცია
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ
რა დაავალა თამარ გოგოლაძემ  სოფლის რწმუნებულებს
ახალციხეში რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან