FM97.5 / LIVE

ტრადიციული თათბირი ტრადიციული პრობლემებით

მთავარიპოლიტიკა 01.04.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სასოფლო-სამეურნეო ბარათების, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემის შესახებ იმსჯელეს

ტრადიციული თათბირი ტრადიციული პრობლემებით

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამგეობაში სასოფლო-სამეურნეო ბარათებზე საუბრით დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარათების დარიგება ორ დღეში დასრულდება.

’როგორც რწმუნებულებმა აღნიშნეს რამდენიმე სოფელს სიებთან დაკავშირებით უმნიშვნელო პრობლემები შეექმნა და ამიტომ დამატებითი სიები კეთდება. დაპირებულ ბართებს ყველა მოსახლე მიიღებს’ - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე.

პამაჯის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა კარლენ კარახანინმა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს თხოვნით მიმართა.

’გამგებელს ვთხოვე, ბიუჯეტიდან დაგვიმატოს თანხა სოფლის დახმარების პროგრამაზე რადგან, სოფელს ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი გამოყოფილი თანხით. მოსახლეობამ გადაწყვიტა სოფელში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალი გაკეთდეს, დარჩენილი თანხით გვინდა სოფელში სახურავი შევუკეთოთ სოფლის საკრებულოს, სადაც საბავშო ბაღიც ფუნქციონირებს და წვიმის დროს წყალი ჩამოდის’, - ამბობს კარახანიანი.

ბლიაძემ პამაჯის რწმუნებულს ამ საკითხთან დაკავშირებით ხარჯთაღრიცხვის შედგენა შესთავაზა, რომელსაც შემდგომ განიხილავენ.

თათბირზე ასევე განიხილეს ქალაქში არსებული მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის შესახებ, დიდიმამიშვილის ქუჩას ფეკალური მასები ტბორავს.

’დღესვე დავუკავშირდები წყალკანალს და მოვაგვარებთ ამ პრობლემას’, -განაცხადა ბლიაძემ.

[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფლებში ექთნის დანიშვნას ითხოვენ
ახალციხის ახალმა გამგებელმა რწმუნებულებს მოუსმინა
ახალციხის გამგეობაში მუნიციპალიტეტის პრობლემებზე იმსჯელეს
სოფლის რწმუნებულებს 'ნაგავსაყრელების' მოწესრიგება დაევალათ
სოფლები ახალ პრიორიტეტებს შეარჩევენ
საგაზაფხულო ბარათებისთვის ახალციხეში სიებს ადგენენ
წყალი და გზა ყველა სოფლისთვის პრობლემაა