FM97.5 / LIVE

ახალქალაქში პრიორიტეტები შეიცვალა

მთავარიეკონომიკა 16.04.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობამ ’’სოფლის მხარდაჭერის პროგრამით’’ წყლის პრობლემების მოგვარება გადაწყვიტა

ამ პროგრამის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტს წელს 1 116 150 ლარი გადაეცა. გასულ წელთან შედარებით თანხა 200 000 ლარითაა გაზრდილი.

გასული წლისგან განსხვავებით, წელს ახალქალაქის სოფლების თითქმის ნახევარმა პრიორიტეტად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარება დაასახელა. საერთო თანხიდან 352 000 ლარი სასმელ, 161 403 ლარი კი სარწყავ წყალზე დაიხარჯება.

სოფლებმა: ბუხაშენი (15 451 ლარი), გომანი (29 805 ლარი), კიროვაკანი (14 295 ლარი), ხოსპიო (14 245 ლარი), მარტუნი (8 040 ლარი), კარტიკამი (39 770 ლარი), აზავრეთი (28 963 ლარი), ჩუნჩხა (9 900 ლარი), პტენა, (9 335 ლარი) - ამ პროგრამიდან მიღებული თანხა მხოლოდ წყლის პრობლემის გადასაწყვეტად გამოყეს .

ხოსპიოს და მარტუნის წყალსადენის სისტემა სოფელ ბავრაზე გადის, ამიტომ წყალს ბავრის მოსახლეობა უფრო იყენებს, ვიდრე ხოსპიოს და მარტუნის. აქედან გამომდინარე, სოფლებმა გადაწყვიტა ახალი წყალსადენი ბავრის გვერდის ავლით გაიყვანონ.

გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის სოფელ კარტიკამის სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. წელს მილებს შეიძენენ და მომავალ წელს დაქსელვითი სამუშაოები შესრულდება.

წელს, სავარაუდოდ, საბოლოოდ გადაწყდება სოფლების კიროვაკანისა და გომანის წყლის პრობლემებიც. წელს დაასრულებენ გასულ წელს დაწყებული წყალსაცავის მშენებლობას სოფელ აზავრეთშიც.

- ’’ჩვენი სოფელი ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ მილებს მიწაში ღრმად ვერ ვდებთ, ამიტომ ზამთარში წყალი იყინება. წელს ვაპირებთ წყალსადენი ახალი გზით გამოვიყვანოთ, ამ მილსადენის სიგრძე 2 კილომეტრია, შევცვლით სარქველებსაც’’, - ამბობს აზავრეთის ტერიტორიული ოლქის წარმომადგენელი შალვა ნახაპეტიანი.

ასევე წყალსადენის მშენებლობას მოხმარდება სოფელ ალავერდისთვის გამოყოფილი 16 934 ლარიც. გასულ წელს 5 კილომეტრი სიგრძის წყალსადენი გაიყვანეს, ამდენივე გაკეთდება წელსაც.

სოფელ არაგვაში, კუთვნილი 18 769 ლარით სატუმბ სადგურს შეიძენენ.

პროგრამა ოთხი წელია რაც მიმდინარეობს. ბევრი სოფელი წუხს, რომ პირველი წლიდანვე არ დაიწყეს გრძელვადიანი პროექტების განხორციელება.

- ’’ის სოფლები, რომელებიც სწორად მუშაობენ, დიდ სარგებელს მიიღებენ’’, - ამბობს ვაან ბატოიანი.

ამ პროგრამის თანხები დაიხარჯება ზოგიერთ სოფელში საპირფარეშოს ასაშენებლად; სატვირთო მანქანების სასწორის რემონტისთვის; რიტუალების სახლებისთვის ინვენტარის შესაძენად და ასე შემდეგ.

მაგალითად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით რიტუალების სახლებისთვის ინვენტარის შესაძენად 257 000 ლარი დაიხარჯება; 33 000 ლარი მოხმარდება კულტურის სახლების რემონტს; სპორტული დარბაზების მშენებლობისთვის დაახლოებით 85 000 ლარია გამოყოფილი. სპორტულ დარბაზებს ააშენებენ სოფლებში კუმურდო და დილისკა. მინი სტადიონის მშენებლობაზე 17 000 ლარი დაიხარჯება; სპორტული ინვენტარის შესაძენად 8 400 ლარია გათვალისწინებული; ისეთ სამუშაოებზე, როგორიცაა სასაფლაოს შემოღობვა 26 000 ლარი დაიხარჯება; 1 500 ლარი სამედიცინო პუნქტებს მოხმარდება; სოფელ დილისკამ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად 3 800 ლარი გაითვალისწინა.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ასპინძაში ინდმეწარმე დაჯარიმდა
ნინოწმინდაში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის  4.4 მლნ ლარი დაიხარჯება
რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'
სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 166 ათასი ლარი დაიხარჯება
რას მოხმარდება ახალციხის სოფლებში მთავრობისგან მიღებული 2 მილიონი ლარი
რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში
რომელ ქუჩებს მოაწესრიგებს მერია მომავალ წელს 4 მლნ–მდე ლარით