FM97.5 / LIVE

რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'

მთავარიეკონომიკა 08.03.2016
რამდენი ლარი ერგო ახალციხის მუნიციპალიტეტს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში და როგორ გადანაწილდა თანხები სოფლების მიხედვით.

რა თანხა ერგო ახალციხის სოფლებს 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან'

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის 2016 წელს 667.098 გამოიყო.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით თანხა 17.000 ლარით არის გაზრდილი. ეს თანხა ვალეში, "მეორე შახტის" დასახლებაში მდებარე ერთი კორპუსის გადახურვას მოახმარდება.

„მუნიციპალიტეტს ეძლევა უფლება, რომ ეს თანხა, საკრებულოსთან შეთანხმებით, თავად გადაანაწილოს. ამიტომ მე შემოვდივარ ინიციატივით, რომ თანხები სოფლების მიხედვით დავტოვოთ ისე, როგორც წინა წელს იყო და დანარჩენი სახურავის გადახურვას მოვახმაროთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

მისივე თქმით, გასული წლის მსგავსად, მუნიციპალიტეტი წელსაც შევა თანადაფინანსებაში.

„წელს 195.000 გვაქვს გათვალიწინებული, თუმცა გასულ წელს ჯამში 448.000 დავამატეთ“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

გთავაზობთ ჩამონათვალს,რა თანხა ერგო სოფლებს პროგრამიდან:

ვალე – 96.994 ლარი;
აწყური – 35.806 ლარი;
თისელი – 7.883 ლარი;
ტყემლანა – 9.337 ლარი
აგარა – 9.742 ლარი;
გურკელი – 5.787 ლარი;
წინუბანი – 9.146 ლარი;
ზიკილია – 13.016 ლარი;
საყუნეთი – 15.065 ლარი;
ფერსა – 8.360 ლარი;
გიორგიწმინდა – 13.636 ლარი;
მუგარეთი – 9. 718 ლარი;
წნისი – 15.625 ლარი;
კლდე – 19.390 ლარი;
სვირი – 14.565 ლარი;
ბოგა – 7.728 ლარი;
ტატანისი – 5.894 ლარი;
ანი – 13.445 ლარი;
ჭვინთა – 8.765 ლარი;
ელიაწმინდა – 6.180 ლარი;
წირა – 13.076 ლარი;
მიქელწმინდა – 5.096 ლარი;
წყრუთი – 26.226 ლარი;
ზემო სხვილისი – 9.087 ლარი;
ივლიტა – 7.752 ლარი;
სხვილისი – 31.230 ლარი;
აბათხევი – 8.932 ლარი;
ნაოხრები – 16.841;
წინუბანი – 13.064 ლარი;
წყალთბილა – 30.432 ლარი;
ჯულღა – 8.539 ლარი;
დიდი პამაჯი – 15.042 ლარი;
ორალი – 8.860 კარი;
პატარა პამაჯი – 15 840 ლარი;
ყულალისი – 5.990 ლარი;
საძელი – 15.232 ლარი;
ხაკი – 5.656 ლარი;
მინაძე – 12.873 ლარი;
ღრელი – 13.540 ლარი;
ჭაჭარაქი – 13. 004 ლარი;
ანდრიაწმინდა – 9.194 ლარი;
ანდა – 4.894 ლარი;
წყურძა – 5.644 ლარი;
ურაველი – 17.150 ლარი;
მუსხი – 19.105 ლარი;
ხეოთი – 8.717 ლარი;

მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობასთან შეხვედრები და მათ მიერ დასახელებული პრობლემების შესწავლა მიმდინარეობს. შემდეგი ეტაპი პრიორიტეტების შერჩევა და დაპროექტებაა.

„პრიორიტეტები სხვადასხვაა. ასახელებენ ტრადიციულად გზების, სასმელი და სარწყავი წყლების, საბავშვო ბაღების, ადმინისტრაციული და ამბულატორიული შენობების მოწყობას“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
4.6 მლნ ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის
ახალციხეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში 1 084 900 ლარი  დაიხარჯა
რაში დახარჯა გამგეობამ ‘რეგიონული ფონდის’ ფული
რომელი ქუჩები შეკეთდება ბორჯომში 2016 წელს
რას მოხმარდება ახალციხის სოფლებში მთავრობისგან მიღებული 2 მილიონი ლარი
სამინისტრო:  3 წელიწადში სამცხე–ჯავახეთში 59 მლნ ლარი დაიხარჯა