FM97.5 / LIVE

სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 166 ათასი ლარი დაიხარჯება

მთავარიეკონომიკა 09.10.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 166 ათასი ლარი გამოიყო.

სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის 166 ათასი ლარი დაიხარჯება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში სასმელი წყლის წყაროები ერთ ნაკადად შეკირიბება და ახალი 3 კილომეტრიანი მაგისტრალით სოფელ მუსხში უკვე არსებულ წყალსადენს მიუერთდება. ამავე პროექტით გათვალისწინებულია მეზობელი სოფლის ხეოთისათვის წყლის დებეტის გაზრდაც.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ მუსხის 1211 მაცხოვრებელი სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს.

ასევე,რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 229 ათასი ლარით დაფინანსდა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობაც. პროექტით სასმელი წყაროების ერთ ნაკადად შეკრება, წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და სოფელ სვირამდე 8 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაა გათვალისწინებული, შედეგად მაღალმთიანი სვირის 550 მოსახლე ხარისხიან სასმელ წყალს შეუფერხებლად მიიღებს.

სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდება სოფლების - წყორძის, ახალშენის, ურაველის, ჭვინთის, ტატანისა და კლდის მაცხოვრებლებისთვისაც, სადაც სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

სოფელ მუსხში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ დაათვალიერეს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დვირის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება
აწყურში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
აწყურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფელ ფერსაში სასმელი წყლის ქსელის შეკეთება დაიწყო
ადიგენის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ გიორგიწმინდაში სასმელი წყლის რეზერვუარს აშენებენ