FM97.5 / LIVE

ბორჯომში მეწყერით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად პროექტი მზადდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.05.2017
ბორჯომის გამგეობა თორის ქუჩაზე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საპროექტო სამუშაოებს ამზადებს. ზარალის დათვლას კი ხვალიდან, 23 მაისიდან დაიწყებს.

ბორჯომში მეწყერით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად პროექტი მზადდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ანზორ სვანიძის განმარტებით, უკვე შედგენილია ოქმი, საპროექტო ორგანიზაცია თორის ქუჩაზე, მეწყერის დროს დაზიანებული კედლის აღდგენის და სანიაღვრე არხის გაწმენდისთვის საპროექტო–სახართაღრიცხვო დოკუმენტაციას ამზადებს.

„პროექტის გაკეთების შემდეგ, სამშენებლო კომპანიას ხელშეკრულებას გავუფრომებთ და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. ტენდერის გამოცხადებისთვის დრო აღარ გვრჩება“, – განაცხადა ანზორ სვანიძემ.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, მიყენებული ზარალის დათვლას ხვალიდან, 23 მაისიდან აუდიტი დაიწყებს:„მოვძებნეთ აუდიტი, რომელთანაც ხელშეკრულებას გავაფორმებთ, ჩვენს თანამშროლებთან ერთად დაითვლის ზარალს. ზარალის დათვლა ამ კვირაში დასრულდება“.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად ბორჯომში, ჩარხლისწყლის დასახლებაში,თორის ქუჩაზე მეწყერი დაახლოებით 21:00 საათზე ჩამოწვა. მიწის დიდმა მასამ სანიაღვრე არხი ჩაკეტა, რის გამოც დაგუბებული წალი ადგილორბივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა.

სტიქიამ ყველაზე მეტად სამი ოჯახი დაზარალა. მათი ნაწილი ღამეს ახლობლებთან ათევს.

„ერთ მოსახლეს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ბორჯომში სხვა სახლიც აქვს და იქ არიან, მეორე ოჯახი ახლობელთან არის, მესამეს კი მხოლოდ კიბე დაუზიანდა და ისევ იმ სახლში ცხოვრობენ“, – განაცხადა ანზორ სვანიძემ.

მისივე თქმით, დაზარალებულებს შესთავაზეს, ვიდრე ზარალი დაითვლებოდა სასტუმრობში გადაეყვანათ, თუმცა უარი თქვეს.

ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ რა მასშტაბის ზარალი მიადგა თორის ქუჩას, რამდენიმე დღეში ეცოდინებათ.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ბედი ეწევათ ბორჯომის დამეწყრილ ოჯახებს
ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]
ბორჯომში მეწყერმა ადგილობრივების სახლები დააზიანა [photos]
ბორჯომში ნახანძრალი კორპუსის გადახურვას იწყებენ
ბორჯომში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან
ბორჯომში თორის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
აუდიტმა ნახანძრალ კორპუსში ხუთი ოჯახის ზარალი დაითვალა