FM97.5 / LIVE

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [Photo\Video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა 21.05.2017
ბორჯომში ჩარხისწყალის დასახლებაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, ყველაზე მეტად სამი ოჯახი დაზარალდა. როგორი მდგომარეობაა სტიქიის ზონაში და რას ითხოვენ ადგილობრივები.

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]
ბორჯომში, თორის ქუჩაზე მეწყერი გუშინ 20 მაისს,დაახლოებით 21:00 საათზე ჩამოწვა. ადგილობრივების გამარტებით, დასახლების თავზე მდებარე მთიდან, მიწის დიდი მასა მოწყდა,რასაც თან ძლიერი ხმაური ახლდა. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებელი სახლები დროულად დატოვეს, ნაწილი კი შემთხვევის ადგილიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

„მეზობლებმა დაგვიძახეს, ჩქარა თავს უშველეთო! ჩემს მეუღლეს ეძინა, გავაღვიძეთ და გავიქეცით, კურტკის ჩაცმა ძლივს მოვასწარი. წყალმა ყველაფერი გაანადგურა, ჩემი სახლი საცხოვრებლად აღარ გამოდგება“, – ამბობს თორის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ეგიანი.

მისივე თქმით, სწორედ მან დარეკა სამაშველო სამსახურში.

სტიქიის დროს, ყველაზე მეტად, გზის ქვედა მხარეს მდებარე სახლები დაზიანდა. როგორც ადგილობრივები ყვებიან მთიდან ჩამოსული მასა თორის ქუჩაზე მიედინებოდა, ნიაღვარმა კი სახლები და სარდაფები დატბორა.



სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩა 79 წლის ჯუდო ქელეხსაშვილი, ხოლო მისი მეუღლე 68 წლის რუსუდან ჩუტკერაშვილი მეზობლებმა გამოიყვანეს.

„ვვახშმობდით, ყვირილი რომ გავიგონე გარეთ გამოვარდი. მიწის დიდი მასა ჩემს სახლს უახლოვდებოდა, იძულებული გავხდი ჩუსტებით გავქცეულიყავი, მეუღლე სახლში დამრჩა. რომ გავჩერებულიყავი მიწა ჩამიტანდა. ყვირილი დავიწყე დამეხმარეთ–მეთქი“, – იხსენებს ჯუდო ქელეხსაშვილი.

„ფეხები აღარ მემოჩილებოდა შიშით, მეზობლის ბიჭი სახლში შემოვარდა ზურგზე მომიკიდა და ისე გამიყვანა. ჩვენ სარდაფი დაგვეტბორა, მეზობლების სახლები უარეს მდგომარეობაშია“, – ამბობს რუსუდან ჩუტკერაშვილი.

ადგილობრივების განმარტებით სტიქიამ პირველად ყველიაშვილების საცხოვრებელი სახლი დააზიანა, მოვარდნილმა ღვარცოფმა სახლს კიბე მოგლიჯა.

„ახლა აქ არ არიან, 2 წლის ბავშვი ყავთ, ძალიან შეშინდნენ და ახლობელთან გორში წავიდნენ“, – ამბობს ნანა ეგიანი.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკა მუშაობდა, ამ ეტაპზე თორის ქუჩაზე გადაადგილება თავისუფალია.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ანზორ სვანიძის განმარტებით პირველ რიგში ღელე გაიწმინდება, რათა წყალი ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.
„ტექნიკის მუშაობის დასრულებას ველოდებით, ხვალიდან დავიწყებთ ზარალის აღწერას. სამი ოჯახია სერიოზულად დაზარალებული. სეხნიაშვილების სახლში ღელიდან მოვარდნილი წყალი 4–5 საათის განმავლობაში დიოდა“, – ამბობს ანზორ სვანიძე.

მისივე თქმით, ზარალის დათვლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტს ვის როგორ დაეხმარებიან:“შესაძლებელია ალტერნატიული ფართიც გამოიყოს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის“.

სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც:“დაზარალებულ ოჯახებს მუნიციპალიტეტმა შესთავაზა, სასტუმროში გადაყვანა, თუმცა მათ ნათესავებთან წასვლა არჩიეს. ზარალი როცა დაითვლება, მოსახლეობას ექნება შეთავაზება თავიანთი სურვილის მიხედვით მიიღონ კონპენსაცია, ეს იქნება სამშენებლო მასალების შესყიდვა, ან მათ ანგარიშზე შესაბამისი თანხა დაირიცხება“.

ადგილობრივები შიშობენ, რომ მეწყერი შესაძლოა ისევ განმეორდეს, მაშინ ზარალი უფრო მართო მასშტაბის იქნება.
„მეზობლის ბიჭები იყვნენ ასული და ნაპრალებია, ისევ წვიმს შესაძლებელია კიდევ მოწყდეს მიწა. სახლში ვერ შევდივართ. მეზობლემა გუშინელი ღამე ღია ცის ქვეშ გავათენეთ“, – ამბობს სერგო ეგიანი.

განმეორებით მეწყერის საშიშროებას არ გამორიცხავს ანზორ სვანიძეც:“შეიძლება ახლაც ჩამოწვეს. ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს. ბორჯომში არის ადგილები, რომელიც მეწყერსაშიშია, თუმცა ეს ადგილი ყველაზე სახიფათოა, ყველაზე ხშირად აქ ხდება. მცირე ნაპრალები არის“.

მისივე თქმით, ზარალის დამთვლელი კომისიის შეკრების შემდეგ დაიგეგმება, აღნიშნულ დასახლებაში, რა პრევენციული ღონისძიებების გატარებაა შესაძლებელი:“მე ვფიქრობ ორ კვირაში, ერთ თვეში უკვე საბოლოო სურათი გვექნება, რის გაკეთებას შევძლებთ და რა ღონისძიებებს განვახორციელებთ“, – ამბობს ანზორ სვანიძე.

შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად ბორჯომში, თორის ქუჩაზე მეწყერი დაახლოებით 21:00 საათზე ჩამოწვა. მიწის დიდმა მასამ სანიაღვრე არხი ჩაკეტა, რის გამოც დაგუბებული წალი ადგილორბივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა.
ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]

ბორჯომი სტიქიიდან ერთი დღის შემდეგ [PhotoVideo]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ბედი ეწევათ ბორჯომის დამეწყრილ ოჯახებს
ბორჯომში მეწყერით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად პროექტი მზადდება
ბორჯომში მეწყერმა ადგილობრივების სახლები დააზიანა [photos]
სტიქიის შედეგად დატბორილი სახლები მიქუტიშვილის ქუჩაზე [Photo]
ბორჯომში მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლები გასახლებას ითხოვენ
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა