FM97.5 / LIVE

წაღვერში მეთორმეტე კლასელები ავარიაში მოყვნენ

მთავარისიახლე, შემთხვევა 20.05.2017
დაბა წაღვერში სამი მეთორმეტე კლასელი ავარიაში მოყვა, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

წაღვერში მეთორმეტე კლასელები ავარიაში მოყვნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში გუშინ, 19 მაისს, დაახლოებით დღის 1:00 საათზე მოხდა. სკოლის დირექტორის ირინა ხელისუფალის განმარტებით, მოსწავლეები რომლებიც დაშავდნენ, სკოლაში "ბოლო ზარის" ღონისძიებაზე მიდოდნენ.

"ეს არ მომხდარა ე.წ "გონკების" გამო, წაღვერში სეტყვა იყო, ჩამობნელდა უცებ, ხრეშზე მოცურდნენ და ბენზინგასამართ სადგურს შეეჯახნენ. ეს არ მინდა "ბოლო ზარს" დაუკავშიროთ, ეს მოხდა ცუდი ამინდის გამო. მშობლები მოყვებოდნენ ამ პროცესიას. ბავშვებს არაფერი სჭირთ, ხვალ სამივე გამოცდაზე გავლენ", – განაცხადა სატელეფონო საუბარში სკოლის დირექტრომა.

მისივე თქმით, თავის დაზღვევის მიზნით,დაშავებული მოსწავლეები ბორჯომის სამედიცინო კლინიკაში მაინც გადაიყვანეს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ირაკლი დიასამიძის განმარტებით, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და გუშინვე სახლში გაწერეს.

შსს–ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ავტოავარიის შედეგად  ერთი პირი დაშავდა
სოფელ კოთელიის სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ
ახალციხის სკოლის მოსწავლეები ბოლო ზარზე ავარიაში მოყვნენ
ბოლო ზარზე ავარიისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა
აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა
ავარიის შედეგად დაშავებულს საოპერაციოდ ამზადებენ