FM97.5 / LIVE

სააკაშვილი: ფული მოხმარდა იმას, რომ ახალციხე არ ყოფილიყო ჩამორჩენილი პროვინცია

მთავარიპოლიტიკა 23.03.2013
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი ფაქტი იყო, რომ ახალციხეში ნახევრადდანგრეული ქონება ძვირად იყიდებოდა, რადგან ეს ფული მოხმარდა რაბათის აშენებას.

სააკაშვილი: ფული მოხმარდა იმას, რომ ახალციხე არ ყოფილიყო ჩამორჩენილი პროვინცია
„ახალციხეში რატომ ავაშენეთ რაბათი? მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაიონს ვაძლევთ განვითარების საშუალებას. ახალციხე არ უნდა იქცეს ახალქალაქის დანამატად, ახალციხე უნდა იყოს ძალიან მაგარი, ახლა ყველაფერი მოკვდა და დაიკეტა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 22 მარტს, ვახო სანაიას გადაცემა „ღია ეთერში“ სტუმრობისას განაცხადა.

ეს განცხადება ბიზნესსა და ბიზნესმენებზე ზეწოლის ფაქტებზე საუბარს მოჰყვა.

„ხო მარა სად მიდიოდა ეს ფული? გეკითხები, მერაბიშვილის ჯიბეში?!“- განაცხადა პრეზიდენტმა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა მას სოლიდურ ფასებად ბიზნესმენებისთვის მიყიდული ქონების შესახებ ჰკითხა, - ძალიან კარგი, რომ იყიდებოდა ძვირად და ფული მოხმარდა რაბათის აშენებას, იმას რომ ახალციხე არ ყოფილიყო ჩამორჩენილი პროვინცია და იქ არ დაპატრონებოდნენ უცხოური ინტერესები. ძალიან მაგარ რაღაცას ვაკეთებდით. აუქციონებზე თუ ფული ადიოდა მაღლა, ეს იყო ძალიან კარგი, რადგან სახელმწიფოში შედიოდა ეს ფული და იქ აშენებდა რაღაცას, ასაქმებდა ხალხს, მიყავდა წყალსადენი. ასე ხდება ეს“,.

პრეზიდენტის თქმით, მათთვის ძლიან მნიშვნელოვანი იყო ახალციხის განვითარება და სამარცხვინოა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის ჯიბრზე ამტკიცებენ, რომ რაბათი საშინელებაა.

„გახსოვთ რას ამბობდა, რომ ბიზნესმენებს აიძულეს რომ მაღაზიები გაეხსნათ რაბათში? კაი რა!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა მერაბიშვილების სახლი დატოვა
დავით ბაქრაძე: ხალხს არ სჭირდება დაკეტილი რაბათი
ახალციხეში ვანო მერაბიშვილის სახლს დილიდან პოლიცია აკონტროლებს
„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა
ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან
სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებენ