FM97.5 / LIVE

„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს

მთავარიპოლიტიკა 16.09.2013
"ნაგავში იყო აქაურობა! ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“ - რამ გააღიზიანა ახალციხეში სასტუმრო „ლომსიადან“ გამოსული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რატომ ახსენა მან კიდევ ერთხელ ჭელის მინარეთი?

„ნაგავში ცხოვრობდით!“ - მიხეილ სააკაშვილი ახალციხელებს
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების მონახულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასტუმრო „ლომსიაში“, სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებულთან ივანე წიკლაურთან ერთად ისადილა.

პრეზიდენტმა სასტუმროში დაახლოებთ ერთ საათს დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში მას გარეთ მოქალაქეები ელოდნენ. სასტუმროდან პრეზიდენტის გამოსვლისთანავე ერთ-ერთმა ქალბატონმა მასთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფოტოს გადაღების მსურველი კიდევ არა ერთი ადგილობრივი აღმოჩნდა.

სწორედ მაშინ, როცა პრეზიდენტი სამახსოვრო ფოტოებს იღებდა, ახალციხელმა ბეჟან კაჭკაჭიშვილმა მას სასტუმროს ინგლისურენოვანი წარწერის შესახებ ჰკითხა: „სად არის ქართული ატრიბუტები?! ქართული დროშა?! აქ არ უნდა იყოს ქართული წარწერა?!“

„რა ქართული? დროშა ვინ შემოიღო?! თქვენ გყავთ ძალები აქ, რომლებიც ხუთჯვრიან დროშას ებრძვიან, როგორ არ ებრძვიან, ძალიან კარგად ებრძვიან ხუთჯვრიან დროშას. ტელევიზორს უყურებთ?! რომ იძახით ჭელაში მინარეთიო, ვის უნდოდა 4 მინარეთის მიშენება, ხომ არ იცით შემთხვევით?! საქართველოს მთავრობას, უკაცრავად! ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა დაიჯერებთ ტყუილებს ჩვენზე, კარგად მოიკითხეთ რა გეგმები აქვთ. 4 მინირეთის აშენება“, - მიმართა პრეზიდენტმა სასტუმროსთან შეკრებილებს.

„გაათანაბრეთ ხალხის უფლებები აქ“, - შეეპასუხა კაჭკაჭიშვილი.

„ყველა თანაბარია, - უპასუხა პრეზიდენტმა - კიდევ ერთხელ, ნაგავში იყო აქაურობა. ნაგავში ცხოვრობდით? ნაგავში ყოფნა გერჩივნათ?!“

გაღიზიანებული პორეზიდენტის დამშვიდება შეკრებილმა ქალბატონებმა სცადეს: „ნუ ნერვიულობთ მიშა, გული არ გაიტეხოთ“.

ვიდრე პრეზიდენტი ქალაქს დატოვებდა, „სამხრეთის კარიბჭემ“ მას მერაბიშვილების მშობლებთან სტუმრობის შესახებაც ჰკითხა.

„მერაბიშვლის მშობლებთან ძალიან თბილი და კარგი საუბარი გვქონდა. ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ, 20 წლის დაახლოებთ, ყოველთვის დავდივარ ხოლმე მათთან და ახლაც მივედი“, - გვითხრა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მოქალაქეს, რომელიც პრეზიდენტს დაუპირისპირდა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტის ესკორტმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორია დატოვა, მან შელაპარაკების მიზეზი განგვიმარტა.

„ახალციხელი ვარ, რიგითი მოქალაქე, ენას, დროშას და ყველა იმ ატრიბუტს, რაც სახელმწიფოსია, სახელმწიფოს პირველი პირი უნდა იცავდეს. ქართულად ერთი სიტყვა არ არის დაწერილი. როგორ შეიძლება საქართველოში ერთი სიტყვა არ ეწეროს ქართულად?! პრეზიდენტთან ის პრეტენზია მაქვს, რომ როცა გამოვიდა სასტუმროდან, შევახედე და ვკითხე რატომ არ აქვს ქართული წარწერა-მეთქი“, - გვთხრა კაჭკაჭაშვილმა.

ამავე თემაზე იხილეთ ფოტორეპორტაჟი.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ გაჩნდა ქართული წარწერა სასტუმრო „ლომსიაზე“
რა კავშირს ხედავს მიხეილ სააკაშვილი ჩახალიანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის
პრეზიდენტმა მერაბიშვილების სახლი დატოვა

სამხარეო ადმინისტრაციაში პრეზიდენტის ვიზიტზე კომენტარს არ აკეთებენ
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქს ესტუმრა