FM97.5 / LIVE

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 10.05.2017
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ახალციხეში „ოცნების“ მხარდამჭერებით სავსე დარბაზში მოეწყო, დამსწრეთა თითქმის სრული უმრავლესობის განწყობა, მქუხარე ტაშით გამოიხატებოდა;

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს
ახალციხეში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 500–კაციანი დარბაზი 12 საათისთვის სავსე იყო. რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან ადმინისტრაციული სამსახურების, ააიპ–ების, საბავშვო ბაღებისა და სკოლების, ასევე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინსიტრაციის თანამშრომლები საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთა–საჯარო განხილვისთვის შეიკრიბნენ.

ვიდრე სხდომა დაიწყებოდა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის განრიგი წინასწარ ცნობილი იყო და მოსახლეობის მასშტაბური მობილიზებაც ამით ახსნა.

„ყველა ინფორმირებულია“, – განაცხადა მან.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, თუ რა ფორმით მოხდა ხალხის ინფორმირება და იყვნენ თუ არა ამ პროცესში ჩართული თვითმმართველობები, კახიანმა გვიპასუხა: „პარლამენტის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია“.

პარლამენტის ვებ–გვერდზე განთავსებული განრიგი, როგორც დარბაზში წარმოდგენილი დამსწრეების მიხედვით ჩანდა, ძირითადად მხოლოდ საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის იყო ცნობილი. დარბაზში, რომ უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო ეს უმრავლესობის ყველა წარმომადგენლის გამოსვლის, ან რეპლიკის შემდეგ მქუხარე ტაშით გამოიხატებოდა.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს

ამის შესახებ დარბაზში ერთ–ერთმა გამომსვლელმა „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა მამუკა არჩბამაც განაცხადა: „დარბაზი უნდა იყოს სავსე ხალხით და არა ადმინისტრაციული რესურსით“.

არჩბას განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი მას საჯარო მოხელეები არ დაეთანხმნენ.

„არ ვფიქრობ, რომ საჯარო მოხელეებით იყო სავსე დარბაზი. ბორჯომში მთელ მუნიციპალიტეტში ერთი დღით, საშუალოდ, 20 კაცის გათავისუფლება მომიხდა. ეს კი მთელი დამსწრე საზოგადოების 15 პროცენტსაც არ შეადგენდა. არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, ყველა თავისი „ხოდით ჩამოვიდა“, – გვითხრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა.

თუმცა, ბორჯომიდან „თავისი ხოდით“ პირველი საჯარო სკოლის მასწავლებლები არ ჩამოსულან. ათობით პედაგოგი სპეციალურად დაქირავებულმა ავტობუსმა ჩამოიყვანა.

„აქ ყველა პედაგოგები ვართ. დეტალურად იქნა განხილული დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები. რამდენად გაამართლებს ეს ცვლილებები დრო გვიჩვენებს“, – გვითხრა ბორჯომის პირველი სკოლის პედაგოგმა მედეა გოგოლაძემ.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს

მიკროავტობუსებით იყვნენ ჩამოსულები სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც.

„ყველა ცვლილება რაც გაჟღერდა მისაღებია“, – განაცხადა ადიგენში, სოფელ ლელოვნის საჯარო ბაღის მენეჯერმა მანანა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ისარგებლეს თუ არა მათ ერთდღიანი შვებულებებით უცნობია. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე ამბობს, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს: „აქ დილით პირდაპირ სახლიდან მოვედი“.

მისივე თქმით, თანამშრომლის შვებულებაში გაშვებაზე ხელს განცხადებას გამგებელი, ან მისი მოვალეობის შემსრულებელი აწერს. შეკითხვაზე, არის თუ არა ამჟამად თავად გამგებელი, ან ასრულებს თუ არა სხვა მის მოვალეობას გვპასუხობს: „ახლა შეხვედრაზე მივდივარ, მომასვენეთ“.

ადიგენის გამგებლისგან გასხვავებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ დღევადელ დღეს, თანამშრომლების ერთი დღით სამსახურიდან გათავისუფლება ნამდვილად მოუხდა: „გვევალებოდა, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. რაც შეეხება ჩვენ თანამშრომლებს, ვისაც სურვილი ჰქონდა დასწრების მოგვმართა განცხადებით, რომ გაგვეთავისუფლებინა და დავაკმაყოფილეთ. ასეთი განცხადება 15–ს არ აღემატება“.

დაახლოებით, 20 თანამშრომლის ერთი დღით გათავისუფლება მოუხდა ახალციხის მერს ვლადიმერ ზედგინიძეს.

„წამომყევით და გაჩვენებთ ყველა ბრძანებას. ყველა თანამშრომელი ვინც დღეს დარბაზში იყო, ერთი დღით გათავისუფლებული მყავს. კონსტიტუცია ეს ჩვენი ძირითადი ნორმაა და ამიტომ ვფიქრობ, საჯარო მოხელეები მის განხილვას უნდა ესწრებოდნენ“, – აცხადებს ზედგინიძე.

დარბაზში წარმოდგენილი დამსწრეების სიმრავლით შეხვედრის დასრულების შემდეგ კმაყოფილება გამოხატა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ: „ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი საზოგადოების სეგმენტის. ასეთი მასშტაბური განხილვა საკონსტიტუციო ცვლილებების არასდროს გამართულა“.

შეკითხვაზე, შემთხვევით იყო ის, რომ დარბაზში შეკრებილების უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერდა, თუ ეს იმიტომაა ასე, რომ შეხვედრის ორგანიზება „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნვეყლო, კობახიძემ გვიპასუხა: „ყველა დარბაზში ჰქონდა ოპოზიციას იმის საშუალება, რომ სათანადოდ ყოფილიყო წარმოდგენილი. მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს“.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ახალციხეში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს პროცესი 15 მაისს თბილისში დასრულდება.

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები მქუხარე ტაშის ფონზე განიხილეს

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო
'ხელი აწიეთ, რამდენი გაეცანით საკონსტიტუცუციო ცვლილებების პროექტს' – ხმაური განხილვაზე
ახალქალაქში საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილეს
‘ჯობია იყო დარბაზში და პოზიციას აფიქსირებდე, ვიდრე ბოიკოტი გამოაცხადო’- ფოფხაძე
დღეს ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება
ახალციხეში ოჯახის ცნების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება განიხილეს